ცენტრალური სერბეთი

ცენტრალური სერბეთი (სერბ. Централна Србија) — სახელწოდება სერბეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი ნაწილისა, რომელიც მოქცეულია ვოევოდინასა და კოვოსო-მეტოხიის ავტონომიურ მხარეებს შორის. ცენტრალური სერბეთი თავის მხრივ არ წარმოადგენს ცალკეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს და არ აქვს განსაზღვრა არც ერთ კანონსა თუ იურიდიულ დოკუმენტს. ცნება „ცენტრალური სერბეთი“ შემოღებულია უშუალოდ სერბეთის იმ ნაწილის გამოსაყოფად, რომელიც ავტონომიური მხარეების ფარგლებს გარეთაა. ცენტრალურ სერბეთში მდებარეობს 17 რაიონი და ქვეყნის დედაქალაქი — ბელგრადი, რომლის ტერიტორიაც გარეუბნებთან ერთად ასევეა გამოყოფილი ცალკე რაიონად.

ცენტრალური სერბეთის ტერიტორია ფერითაა გამოყოფილი

გეოგრაფიული მდებარეობა რედაქტირება

სერბეთის ამ ნაწილის სახელწოდება განაპირობა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ — ის ქვეყნის ცენტრშია განლაგებული. ცენტრალური სერბეთის ჩრდილოეთით მდებარეობს ვოევოდინას ავტონომიური მხარე, ხოლო სამხრეთით — კოსოვო და მეტოხია. ცენტრალურ სერბეთს დასავლეთით გასასვლელი აქვს ჩერნოგორიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის საზღვრებზე, აღმოსავლეთით კი რუმინეთის, ბულგარეთისა და მაკედონიის საზღვრებზე.

მოსახლეობა რედაქტირება

 
ცენტრალური სერბეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა (2002)

2002 წლის აღწერის მონაცემებით, ცენტრალური სერბეთის მოსახლეობა შეადგენს 5 466 009 ადამიანს. მოსახლეობის უმეტესობა სერბია (4 891 ათასი ადამ., ანუ 89 %). ცენტრალური სერბეთის ტერიტორიაზე ასევე ცხოვრობენ ბოშნიაკები (135,7 ათასი ადამ.), ბოშები (79,1 ათასი ადამ.), ალბანელები (60,0 ათასი ადამ.), ვლახები (40,0 ათასი ადამ.), ჩერნოგორიელები (33,5 ათასი ადამ.), იუგოსლავები (30,8 ათასი ადამ.) და სხვანი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება