ცენტრალური საბერძნეთი

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ცენტრალური საბერძნეთის პერიფერია.

ცენტრალური საბერძნეთი (ბერძ. Στερεά Ελλάδα) — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში. გვიანდელი შუა საუკუნეების საბერძნეთში ოსმალთა ბატონობის დროს, ტერიტორია ცნობილი იყო როგორც რუმელია (ბერძ. Ρωμυλία). ეს დასახელება სასაუბრო თურქულში დღემდე გამოიყენება.

გეოგრაფიული რეგიონი
ცენტრალური საბერძნეთი
Στερεά Ελλάδα
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ადმ. ცენტრი ლამია
შიდა დაყოფა ფთიოტისი, ბეოტია, ევბეია, Evritania Regional Unit და Phocis Regional Unit
კოორდინატები 38°35′00″ ჩ. გ. 22°40′00″ ა. გ. / 38.58333° ჩ. გ. 22.66667° ა. გ. / 38.58333; 22.66667
მმართველი Fanis Spanos
დაარსდა 1987
ფართობი 15549.31 კმ²
მოსახლეობა 508 254 (2021)[1]
ოფიციალური საიტი https://pste.gov.gr

ცენტრალური საბერძნეთი 1987 წლის რეფორმამდე საბერძნეთის ადმინისტრაციული რეგიონი იყო, ამჟამად კი მისი ტერიტორია სამი პერიფერიის შემადგენლობაშია მოქცეული: უდიდესი ნაწილი ეკუთვნის ცენტრალური საბერძნეთის პერიფერიას, რომელიც მთლიანად ცენტრალური საბერძნეთის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ნაწილები დასავლეთ საბერძნეთის და ატიკას პერიფერიების შემადგენლობაშია.

ცენტრალურ საბერძნეთის პერიფერიაში შედის 6 ნომი:

პერიფერიის ცენტრია - ქალაქი ლამია.

გეოგრაფია რედაქტირება

მთები რედაქტირება

ცენტრალური საბერძნეთი ყველაზე მთიანი რეგიონია საბერძნეთში. ცხრილში მოცემულია უდიდესი მთები:

მთები სიმაღლე (მ) ნომი
1 გიონა (მთა)
2,510
ფოკიდა
2 ვარდუსია (მთა)
2,495
ფოკიდა
3 პარნასი (მთა)
2,457
ფოკიდა, ბეოტია
4 ტიმფრისტოსი
2,315
ევრიტანია, ფტიოტიდა
5 ოეტა (მთა)
2,152
ფტიოტიდა

ქალაქები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. https://www.statistics.gr/el/2021-census-res-pop-results