ცალკეული
ცალკეული — ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც აღნიშნავს ერთეულ, ინდივიდუალურ გრძნობად-კონკრეტულ, სივრცესა და დროში შემოსაზღვრულ, განუმეორებელ თავისებურებათა მქონე ნივთებსა და მოვლენებს. ცალკეული შეიძლება მოიცავდეს ერთ საგანსაც და საგანთა სიმრავლესაც.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 185.