ჩქუნეთის ეკლესია (შუა საუკუნეები)

ჩქუნეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ხუროთმოძღვრული ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუნეთში, „მეწყერის“ მიდამოებში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნასოფლარ „ქვემო ჯორთისში“, მდგარი ეკლესიიდან შემორჩენილია ქვების გროვა და ერთ-ერთი კედლის მცირე ფრაგმენტი. სამშენებლო ქვა ადგილობრივი წარმოშობისაა. გეგმა არ იკითხება. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა-ღორღი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 225