ჩიხურა (მდინარე)

ჩიხურა
დახასიათება
სიგრძე 20 კმ
აუზის ფართობი 81 კმ²
წყლის ნაკადი
სათავე რაჭის ქედი
ჩაედინება ყვირილა
ქვეყნები საქართველო

ჩიხურა - მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2042 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 20 კილომეტრი, აუზის ფართობი 81 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე, წყალმცირობა - ზამთარსა და ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,2 მ³/წმ.

ლიტერატურა

↑დაბრუნება უკან
ბოლოს შეიცვალა 8 ივნისი 2011-ში, 03:23-ზე