ჩიშლა
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ჩიშლა — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3054 მ. აგებულია იურული ასაკის ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. მიდამოები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით. აკავშირებს მდინარეების ლეშქურისა და კასლეთის (ენგურის სისტემა) ხეობებს.
ჩიშლა | |
---|---|
კოორდინატები: 42°55′46″ ჩ. გ. 42°21′31″ ა. გ. / 42.929528° ჩ. გ. 42.358639° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3054 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
აკავშირებს | მდინარეების ლეშქურისა და კასლეთის ხეობებს |
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 143.