ჩიტო (საკუთარი სახელი)

ჩიტო — ქართული საკუთარი სახელი. გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად. მისი მოფერებითი ფორმებია: ჩიტუნია, ჩიტურა, ჩიტუა და სხვა. მათგან მომდინარეობს გვარები: ჩიტაია, ჩიტავა, ჩიტია, ჩიტიანი, ჩიტაური, ჩიტაძე, ჩიტიძე, ჩიტიშვილი, ჩიტეიშვილი, ჩიტიაშვილი, ჩიტოშვილი, ჩიტუაშვილი, ჩიტუნაშვილი, ჩიტუკაშვილი, ჩიტორელიძე.[1]

სქოლიო რედაქტირება