ჩირებონი (ინდონ. Kota Cirebon) — საპორტო ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ იავის ჩრდილოეთ სანაპიროზე. მდებარეობს დასავლეთ იავის პროვინციაში, ცენტრალური იავის პროვინციის საზღვართან, დედაქალაქ ჯაკარტიდან დაახლოებით 297 კმ–ით აღმოსავლეთით. ჩირებონის ურბანული გული ფართობით საკმაოდ პატარაა, თუმცა ძლიერ მჭიდროდ დასახლებული.

ქალაქი
ჩირებონი
ინდონ. Kota Cirebon

ქალაქის მერია
დროშა გერბი


Gemah Ripah Loh Jinawi
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
პროვინცია დასავლეთი იავა
შიდა დაყოფა Kejaksan[1] , Harjamukti[1] , Kesambi[1] , Lemahwungkuk[1] და Pekalipan[1]
კოორდინატები 6°43′00″ ს. გ. 108°34′00″ ა. გ. / 6.71667° ს. გ. 108.56667° ა. გ. / -6.71667; 108.56667
დაარსდა 31 დეკემბერი, 1388
ფართობი 37,54 კმ²
ცენტრის სიმაღლე 8 მეტრი
მოსახლეობა 298 224 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 7 900 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 0231
ოფიციალური საიტი cirebonkota.go.id
ჩირებონი — ინდონეზია
ჩირებონი

წარსულში ჩირებონი სულთანატის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ცენტრალური და დასავლეთ იავის საზღვარზე მდებარეობის გამო, ისტორიულად იგი ექცეოდა სუნდების, იაველებისა და ჩინური კულტურის გავლენის ქვეშ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022