ჩინჩოროს მუმიებისამხრეთ ამერიკული ჩინჩოროს კულტურის წარმომადგენლების მუმიფიცირებული ნარჩენები რომლებიც ნაპოვნია დღევანდელი ჩილეს ტერიტორიაზე. ეს მუმიები ადამიანის მიერ მუმიფიცირების ყველაზე ძველი შემორჩენილი ნიმუშებია, რომლებიც ეგვიპტურ მუმიებზე დაახლოებით 2000 წლით ძველია. ეგვიპტეში აღმოჩენილი უძველესი მუმია თარიღდება ძვ. წ. 3000 წლით,[1] ხოლო ჩინჩოროს მუმიები დაახლოებით ძვ. წ. 5050 წლით. მუმიების 29% მუმიფიცირებულია ბუნებრივი პროცესით, მათგან უძველესი არის ეგრეთ წოდებული აჩა მენი (Acha man)[2] რომელიც აღმოჩენილია ატაკამას უდაბნოში და ძვ. წ. 7020 წლით თარიღდება.[3] ძვლის ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ადამიანების საკვების 90% შეადგენდა ზღვის პროდუქტებს. ერთ მუმიაზე აღმოჩენილია ტატუირების ნიმუში, რომელიც გაკეთებული აქვს ზედა ტუჩზე ულვაშის ფორმაზე შავი წერტილები. ეს წარმოადგენს ტატუირების დღემდე ნაპოვნ უძველეს ნიმუშს.[4][5]

მუმიები, სან-მიგელ-დე-აზაპას მუზეუმში.
ჩინჩოროს მუმიის თავი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Wooden coffin yields oldest Egyptian mummy. The News In science (2003). ციტირების თარიღი: 2011-01-10.
  2. Arthur C. Aufderheide, The Scientific Study of Mummies. Cambridge University Press, 2003 ISBN 0521818265 p.142
  3. Arriaza, Bernardo T. Beyond Death: The Chinchorro Mummies of Ancient Chile. Washington: Smithsonian Institution, 1995. Print.
  4. Arriaza, Bernardo (1988). „Modelo bioarqueológico para la búsqueda y acercamiento al individuo social“ (PDF). Chungara. 21: 9-32.
  5. Deter-Wolf, Aaron; Robitaille, Benoît; Krutak, Lars; Galliot, Sébastien (February 2016). „The World's Oldest Tattoos“. Journal of Archaeological Science:Reports. 5: 19–24. doi:10.1016/j.jasrep.2015.11.007.