ჩინუა აჩებე (ინგლ. Chinua Achebe; სრული სახელი და გვარი — ალბერტ ჩინუალუმოგუ აჩებე, Albert Chinualumogu Achebe; დ. 16 ნოემბერი, 1930, ოგიდი, ნიგერია, — გ. 21 მარტი, 2013, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ნიგერიელი (იგბო) მწერალი, თანამედროვე აფრიკული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი.

ჩინუა აჩებე
ინგლ. Chinua Achebe
დაბადების თარიღი 16 ნოემბერი, 1930(1930-11-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი ოგიდი, Colonial Nigeria[9] [10] [11]
გარდაცვალების თარიღი 21 მარტი, 2013(2013-03-21)[12] [1] [2] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბოსტონი[13] [14]
დასაფლავებულია ოგიდი
საქმიანობა რომანისტი[15] , პოეტი[16] [17] [18] , ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი[19] , ნოველისტი[20] , საბავშვო მწერალი[21] , მწერალი[22] [10] [14] , ფილოსოფოსი[23] , უნივერსიტეტის პროფესორი[24] , სამეცნიერო მუშაკი და ავტორი[25]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა Colonial Nigeria
 ნიგერია[10] [11] [26]
ალმა-მატერი ლონდონის უნივერსიტეტი, University of Ibadan[27] [25] და Government College Umuahia
Magnum opus Things Fall Apart[28] , No Longer at Ease, Arrow of God, A Man of the People და Anthills of the Savannah
ჯილდოები გერმანიის წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრემია[20] [29] , მენ ბუკერის საერთაშორისო პრემია[30] [31] [32] [33] , Nigerian National Order of Merit Award[25] , სენტ-ლუისის ლიტერატურული პრემია, ნონინოს საერთაშორისო პრემია[34] , ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი[25] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[35] [25] , Lotus Prize for Literature და Commonwealth Poetry Prize[25]
მეუღლე Christie Chinwe Okoli-Achebe[36]
გავლენა მოახდინეს

დაამთავრა იბადანის უნივერსიტეტი (ნიგერია) ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს (1967-1970) მხარს უჭერდა ბიაფრანის რეგიონის დამოუკიდებლობას, შემდეგ მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო ნიგერიის უნივერსიტეტის პროფესორი. 1970-იან წლებში ნიგერიის პოლიტიკური ცხოვრებით და კორუფციით იმედგაცრუებული აჩებე ძირითადად აშშ-ში ცხოვრობდა, 1990 წელს კი სამუდამოდ გადასახლდა იქ. ლექციებს კითხულობდა ბარდის კოლეჯში, შემდეგ იყო ბრაუნის უნივერსიტეტის აფრიკანისტიკის პროფესორი. მწერალმა სახელი გაითქვა რომანებით, რომელიც რეალისტურად აღწერს ტრადიციულ აფრიკულ საზოგადოებაში დასავლური წეს-ჩვეულებებისა და ღირებულებების შეღწევით გამოწვეულ საზოგადოებრივ და ფსიქოლოგიურ დეზორიენტაციას და კრიზისს. აჩუბეს საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება მისი პირველი რომანი „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ (Things Fall Apart, 1958), რომელშიც იგბოს ხალხის ცხოვრებისა და კოლონიალიზმის შეჯახებაა დახატული. იმავე თემას ეძღვნება „ღმერთის ისარი“ (Arrow of God, 1964). აფრიკაში გავრცელებული კორუფცია და პოსტკოლონიური პერიოდის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ასპექტები აისახა რომანებში: „მოსვენება დაიკარგა“ (No Longer at Ease, 1960), „კაცი ხალხიდან“ (A Man of the People, 1966), „ჭიანჭველების ბუდეები სავანაში“ (Anthills of the Savannah, 1988). აჩებეს ასევე ეკუთვნის პუბლიცისტური ხასიათის „შინ და დევნილობაში“ (Home and Exile, 2000) და „ბავშვის განათლება ბრიტანელთა მფარველობის ქვეშ“ (The Education of a British-Protected Child, 2009), ავტობიოგრაფიული „იყო ასეთი ქვეყანა: ბიაფრას ცხოვრების ისტორია“ (There Was a Country: A Personal History of Biafra, 2012). მიღებული აქვს მენ-ბუკერის საერთაშორისო პრემია (2007).

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • აჩებე, ჩინუა, „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ — ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ. თბ., ინტელექტი. 2018. ISBN 9789941482403.

ლიტერატურა რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. SNAC — 2010.
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. Babelio — 2007.
  7. Prabook — 2018.
  8. Munzinger Personen
  9. http://news.bbc.co.uk/2/hi/africa/7896665.stm
  10. 10.0 10.1 10.2 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 10. — ISBN 978-2-221-06888-5
  11. 11.0 11.1 https://www.universalis.fr/encyclopedie/chinua-achebe/
  12. Brown University reports on death of poet Chinua Achebe
  13. Deutsche Nationalbibliothek Record #118646680 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  14. 14.0 14.1 https://www.babelio.com/auteur/Chinua-Achebe/14206
  15. http://africultures.com/personnes/?no=3369
  16. http://www.bbc.co.uk/programmes/p002vsn3/episodes/player
  17. http://www.worldatlas.com/webimage/countrys/africa/nigeria/ngfamous.htm
  18. http://www.theguardian.com/related/books/2010/jan/23/chinua-achebe-nigeria-childhood
  19. https://livre.fnac.com/a6176744/Chinua-Achebe-L-education-d-un-enfant-protege-par-la-couronne
  20. 20.0 20.1 https://www.unhcr.org/fr/subsites/promref/4b30f7d93d/achebe-chinua.html
  21. https://www.franceculture.fr/emissions/une-vie-une-oeuvre/chinua-achebe-1930-2013-tant-que-les-lions-nauront-pas-leurs-propres-historiens-lhistoire-de-la
  22. http://www.nytimes.com/2013/03/26/opinion/africas-voice-nigerias-conscience.html
  23. https://buzzyafrica.com/articles/top-9-des-legendaires-philosophes-africains
  24. https://news.brown.edu/articles/2009/09/achebe
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 25.5 Who's who(untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
  26. (not translated to mul), (not translated to mul) ვიკიპედია / — 2001.
  27. https://abidjan.net/qui/profil.asp?id=775
  28. https://www.lecture-ecriture.com/8558-Le-monde-s'effondre-Chinua-Achebe
  29. https://www.friedenspreis-des-deutschen-buchhandels.de/alle-preistraeger-seit-1950/2000-2009/chinua-achebe
  30. https://www.jeuneafrique.com/228081/culture/prix-litt-raire-man-booker-quatre-auteurs-africains-dans-la-liste-des-finalistes/
  31. https://www.afrik.com/chinua-achebe-obtient-le-man-booker-international-prize
  32. https://www.jeuneafrique.com/94965/archives-thematique/chinua-achebe/
  33. https://thebookerprizes.com/the-booker-library/authors/chinua-achebe
  34. http://premio.grappanonino.it/en/winner/chinua-achebe/
  35. http://zh.worldheritage.org/articles/eng/Category:Fellows_of_the_American_Academy_of_Arts_and_Sciences
  36. https://ng.opera.news/ng/en/literature-poetry/b69bc759f8c4f906a92eb337fb620c12