ტერმინს „პესო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ პესო.

ჩილეური პესო —ჩილეს ეროვნული ვალუტა. დღევანდელი პესო ბრუნვაშია 1975 წლიდან, მისი წინა ვერსია ბრუნვაში იყო 1817 წლიდან 1960 წლამდე. სიმბოლო რომელიც ადგილობრივად გამოიყენება პესოს აღსანიშნავად არის $. ISO 4217-ის მიხედვით დღევანდელი პესოს კოდი არის - CLP. პესო იყოფა 100 სენტავოდ (centavos), თუმცა სენტავოები არ არის ბრუნვაში. 2009 წლის მიხედვით, ჩილეს პესოს საშუალო კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში არის - 1 აშშ დოლარი = 559,7 ჩილეს პესოს.[1] 2010 წლის 30 სექტემბერს 1 აშშ დოლარი ღირდა 485,23 ჩილეს პესო.[2]

ჩილეს პესო
peso chileno
1933 წელს გამოშვებული 1 პესოიანი
1933 წელს გამოშვებული 1 პესოიანი
კოდი ISO 4217 CLP
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
ოფიციალური
მომხმარებლები
ჩილელები
შედგება 100 სენტავო
სიმბოლო $
მონეტები 1, 10, 50, 100, 500 პესო
ბანკნოტები 1000, 2000, 5000, 10 000, 20 000 პესო
ცენტრალური ბანკი ჩილეს ცენტრალური ბანკი
გაცვლითი კურსი
(30 სექტემბერი 2010 თვის)
1 USD = 485.23 CLP CLP

ჩილეს პესოს ღირებულება რედაქტირება

 
ჩილეს პესოს ღირებულება ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1975–2007 წლებში. გრაფა უჩვენებს საშუალო წლიურ ღირებულებას მას შემდეგ რაც პესო თავისუფალი კურსით გაეშვა.

პესო განიცდიდა ყოველწლიურ გაუფასურებას დოლარისა და სხვა მყარი ვალუტების მიმართ, თუმცა 1994-1997 წლებში პესო ინარჩუნებდა სიმყარეს დოლართან მიმართებაში. 2002 და 2003 წლებში პესოს გაცვლის კურსმა დოლართან მიაღწია მაქსიმუმს, დაახლოებით 700 CLP ერთ აშშ დოლარზე. რაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ეფექტით იყო გამოწვეული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Indicadores Macroeconómicos. ჩილეს ცენტრალური ბანკი (2010-05-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-02. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  2. Tipo de Cambio del Dólar Observado diario - Base de Datos Estadísticos. Si2.bcentral.cl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-02. ციტირების თარიღი: 2010-09-30.