ჩილეს ლიტერატურა შეიძლება ითქვას მოდის ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლებისგანმ როგორებიც არიან ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტები: პაბლო ნერუდა და გაბრიელა მისტრალი. დღეს მათი სახლები მუზეუმებადაა ქცეული და ჩილეში მთელი მსოფლიოდან იზიდავს ლიტერატურულ პილიგრიმებს. ნერუდას "მაჩუ-პიკჩუს სიმაღლეები", "საყოველთაო კარი" და სხვა ავტობიოგრაფიული მემუარები მსოფლიოს უამრავ ენაზეა ნათარგმნი.

გაბრიელა მისტრალი
ვისენტე უიდობრო

თანამედროვე ჩილელი ავტორები დღეს მთელი მსოფლიოს ლიტერატურულ წრეებში არიან ცნობილნი. მათ შორის ყველაზე ცნობილია ნოველისტი ისაბელ ალიენდე, რომლის „სულების, სიყვარულისა და აჩრდილების სახლი“ და „ევა ლუნა“ დღეს საერთაშორისო ბესტსელერებს წარმოადგენს.

მზარდი პოპულარობით სარგებლობს ლუის სეპულვედა და მისი ნოველები: „მოხუცი, რომელიც კითხულობდა სასიყვარულო ისტორიებს“ და „სრული წრე: სამხრეთ ამერიკული ტურნე“.

ჩილეს ლიტერატურის სხვა უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები არიან: ვისენტე უიდობრო, ედუარდო ბარიოსი, ხოაკინ ედვარდს ბელო, ხოსე ვიქტორინო ლასტარია, ხოაკინ ვალეხო, მანუელ როხასი, ფერნანდო ალეგრია, კარლოს დროგე, ენრიკე ლაფურკადე, ასევე რობერტო ბოლანო, რომელიც მიჩნეულია ჩილეს ბოლო უდიდეს მწერლად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება