ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი

ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი (Art Institute of Chicago) წამყვანი ხელოვნების მუზეუმი და სკოლაა აშშ-ში, ცნობილი ასევე იმპრესიონისტთა და ამერიკული ხელოვნების მინუშთა ვრცელი კოლექციით. მდებარეობს გრანტ პარკის დასავლეთით, მიჩიგანის გამზირის 111-ში, ჩიკაგო, ილინოისი.

შესასვლელი მიჩიგანის გამზირიდან

ისტორია რედაქტირება

ჩიკაგოს დიზაინის აკადემია რედაქტირება

1866 წელს 35 ხელოვანთა ჯგუფმა დააფუძნა ჩიკაგოს დიზაინის აკადემია სტუდიაში დიარბორნის ქუჩაზე, რომლის მიზანი უფასო სკოლა იყო საკუთარი ხელოვნების გალერეით. ორგანიზაციას საფუძვლად დაედო ევროპული ხელოვნების აკადემიების სისტემა, მათ შორის ბრიტანეთის სამეფო აკადემია, აკადემიკოსებითა და მათი მოადგილეებით. აკადემიამ ქარტია 1867 წელს მიიღო.

ყოველდღიური გაკვეთილები დაიწყო 1868 წელს და თვეში $10 ღირდა. აკადემიის წარმატებამ მათ შესაძლებლობა მისცა სკოლისთვის ახალი 5-სართულიანი შენობა აეგოთ ადამსის ქუჩის 66-ში, რომელიც 1870 წლის 22 ნოემბერს გაიხსნა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ ჩიკაგოს დიდმა ხანძარმა შენობა დანარჩენ ჩიკაგოსთან ერთად გაანადგურა და აკადემია მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააგდო.

ჩიკაგოს სახვითი ხელოვნების აკადემია რედაქტირება

დანაკარგის მიუხედავად საქმიანობის ნაქირავებ შენობაში გაგრძელების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 1878 წლისთვის აკადემიის ვალმა $10.000-ს მიაღწია. წევრები ცდილობდნენ ადვილობრივ ბიზნესმენებთან გარიგებით აკადემია სავალალო მდგომარეობიდან დაეხსნათ, თუმცა ბოლოს ხელი ჩაიქნიეს და 1879 წელს ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით ჩიკაგოს სახვითი ხელოვნების აკადემია დააფუძნეს. იგივე წელს ჩიკაგოს დიზაინის აკადემია ბანკროტად გამოცხადდა და მისი ქონება სახვითი ხელოვნების აკადემიამ შეისყიდა აუქციონზე.

ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი რედაქტირება

1882 წელს ჩიკაგოს სახვითი ხელოვნების აკადემიამ სახელი გადაირქვა და დღემდე ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი ჰქვია. იმავე წელს $45.000-ად მათ მიწის ნაკვეთი შენობებითურთ შეისყიდეს მიჩიგანისა და ვან-ბურენის გამზირების კუთხეში. არსებული შენობა გაქირავებულ იქნა, ხოლო მის უკან სკოლისთვის ახალი სახლის მშენებლობა დაიწყო.

1892-93 წლებში მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიციისთვის ხელოვნების ინსტიტუტმა ქალაქის მმართველობაზე ზეწოლით მიაღწია იმას, რომ ექსპოზიციისთვის მიჩიგანის ტბის სანაპიროზე სპეციალურად აგებული შენობა შემდეგ ინსტიტუტისთვის გადაეცათ. მშენებლობის ღირებულება ნაწილობრივ მიჩიგან/ვან-ბურენის საკუთრების გაყიდვის ამონაგებით დაიფარა. 1893 წლის 31 ოქტომბერს ინსტიტუტი ახალ შენობაში გადავიდა.

ხელოვნების ინსტიტუტი დღეს რედაქტირება

ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი დღეს მსოფლიო კლასის მუზეუმი და აღიარებული დამოუკიდებელი სახვითი ხელოვნების სკოლაა.

სკოლა რედაქტირება

ჩიკაგოს სახვითი ხელოვნების სკოლა ვიზუალური და მასთან მონათესავე ხელოვნებების პროფესიული კოლეჯია. აკრედიტაცია მიიღო 1936 წელს კოლეჯთა და სკოლათა ჩრდილო-ცენტრალური ასოციაციისგან, ხოლო 1944 წლიდან (ქარტიის წევრი) ხელოვნებისა და დიზაინის სკოლების ეროვნული ასოციაციისგან.

სკოლის ჩიკაგოს ცენტრში მდებარე კამპუსი ხუთი შენობისგან შედგება. შეძენის ქრონოლოგიის მიხედვით ესენია:

  • 180 სამხრეთ კოლუმბუსი (აუდიტორიუმები, განყოფილებათა ოფისები, სტუდიები, ბეთი რაიმერის გალერეა)
  • 37 სამხრეთ ვაბაში (აუდიტორიუმები, მთავარი ადმინისტრაციული ოფისები)
  • 112 სამხრეთ მიჩიგანი (აუდიტორიუმები, განყოფილებათა ოფისები, სტუდიები, სპეციალურ წვეულებათა დარბაზი)
  • 7 დასავლეთ მედისონი (სტუდენტთა რეზიდენციები)
  • 162 ჩრდილოეთ შტატი (სტუდენტთა რეზიდენციები, ჯინ სისკელის ფილმის ცენტრი)

ცნობილი კურსდამთავრებულები რედაქტირება

მუზეუმი რედაქტირება

 
კვირა ნაშუადღევი ლა გრანდ-ჟატის კუნძულზე, სიურა

ამჟამად მუზეუმი ყველაზე მეტად განთქმულია იმპრესიონისტთა და ამერიკელ ხელოვანთა კოლექციებით, მათ შორისაა: კლოდ მონეს „თივის ზვინები“, ჟორჟ სიურას „კვირა ნაშუადღევი ლა გრანდ ჟატის კუნძულზე“, გრანტ ვუდის „ამერიკული გოთიკა“ და ედვარდ ჰოპერის „ბუები“.

თუმცა მუზეუმს გაცილებით მეტი ფერწერული ტილო აქვს. სარდაფში მოთავსებულია თორნის ოთახები, რომელშიც ამერიკული და ევროპული არქიტექტურისა და ავეჯის სტილების ზუსტი მინიატურებია. მთავარ სართულზე ჯორჯ ჰარდინგის შუასაუკუნეების პერიოდის იარაღისა და საჭურველის კოლექციაა.

ინსტიტუტის განთქმულ მიჩიგანის გამზირის დასავლეთ შესასვლელს იცავს ედვარდ კიმის შექმნილი ორი ბრინჯაოს ლომის სკულპტურა. ჩიკაგოს სპორტული კლუბების პლეიოფების დროს ამ ლომებს ხშირად კლუბის უნიფორმა აცვია. აღმოსავლეთ შესასვლელის კარებში ჩიკაგოს სააქციო ბირჟის სავაჭრო ოთახის რეკონსტრუქციაა. ლუი სულივანის 1894 წლის დაპროექტებული ბირჟა 1972 წელს დაშლილ იქნა. ოთახის გადარჩენილი ნაწილები ხელოვნების ინსტიტუტში მოიტანეს და აღადგინეს. ხელოვნების ინსტიტუტის აღმოსავლეთ გასასვლელში ასევე იხილავთ ყოფილი სააქციო ბირჟის შესასვლელს, პრეზერვაციონისტების მიერ გადარჩენილი ძველი ჩიკაგოს ერთადერთი ღირსშესანიშნაობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება