ჩიგოიანის ეკლესის ნანგრევი

ჩიგოიანის ეკლესის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებიში. ძეგლი მდებარეობს სოფლის მიდამოებში მდინარე ქსნის მარცხენა, მაღალ ფერდობზე. ეკლესია სხვადასხვა ზომის, ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვითაა ნაგები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლის ცენტრში გაჭრილია სარკმელი, რომლის რაფა საფეხურებად ჩამოდის. ეკლესიის თაღ-კამარა ჩამოქცეულია. კედლების შემორჩენილია სხვადასხვა დონის სიმაღლეზე. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. ბალავრის ქვას ქვემოდან შედგმული აქვს ხის მორი, რომელსაც ჯვრისებრი ორნამენტი მიუყვება. ინტერიერი შელესილი უნდა ყოფილიყო. აღმოსავლეთიდან ეკლესიას მაღალი სუბსტრუქცია აქვს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 214-215