ჩვეულებრივი საჯა[1] (ლათ. Syrrhaptes paradoxus) — ფრინველი გვრიტჩიტასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 42 სმ, იწონის 250 -ს. ფეხები — სამთითიანი, შეზრდილი, თითის ბრჭყალებამდე დაფარულია ბუმბულით. შეფერილია ჭრელად, ჟანგმიწოვან-ქვიშისფრად, მუცელი შავია. გავრცელებულია ცენტრალური აზიის უდაბნოებში. სახლობს თიხოვან და ქვიან უდაბნოებში. დიდ მანძილს ფრენს სარწყულებლამდე. დებს 2, ხშირად 3 კვერცხს (აპრილ–ივნისში), ინკუბაცია ერთ თვემდე გრძელდება. იკვებება თესლებით, ყლორტებითა და ყვავილებით, იშვიათად კენკრით. დროდადრო (მაგ., 1863, 1888, 1908, 1913, 1922, 1944 წლებში) მასიურად სახლდება დასავლეთით (იტალიასა და ინგლისამდე) და აღმოსავლეთით (პრიმორიემდე). ნადირობის ობიექტია, უმთავრესად სარწყულებლებთან.

ჩვეულებრივი საჯა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Syrrhaptes paradoxus (Pallas, 1773)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22692980

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Pallas's sandgrouse — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.