ჩვეულებრივი ბლიკა

ჩვეულებრივი ბლიკა (ლათ. Blicca bjoerkna)[1] — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. ბლიკას მონოტიპიური გვარის ერთადერთი წარმომადგენელი. ახლოს დგას კაპარჭინასთან. სხეულის სიგრძე 16-19 სმ აღწევს, იშვიათად — 35 სმ-ს. წონა 100 გრ. (ზოგჯერ 1,2 კგ). გავრცელებულია ჩრდილოეთის, ბალტიის, შავი, აზოვისა და კასპიის ზღვების აუზებში. გვხვდება მდინარეებში, ტბებსა და წყალსაცავებში. ტოფობს აპრილის ბოლოდან ივლისამდე. დიდი სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვეულებრივი ბლიკა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  ჩვეულებრივი ბლიკა
ლათინური სახელი
Blicca bjoerkna
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 39270

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება