ჩეხეთის სახელმწიფო დროშა (ჩეხ. státní vlajka České republiky) — იგივე, რაც ყოფილი ჩეხოსლოვაკიის დროშა. ამ სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკამ მისი დროშა შეინარჩუნა, სლოვაკეთმა კი ახალი მიიღო. ჩეხოსლოვაკიის პირველი დროშა თეთრი და წითელი ფერებისგან შედგებოდა, რაც მას პოლონეთის დროშასთან აიგივებდა, ამიტომ, დაემატა ლურჯი სამკუთხედი. ეს დროშა 1939 ნაცისტებმა აკრძალეს და მიიღეს ჰორიზონტალური, სამფეროვანი დროშა თეთრ, წითელ და ლურჯ ფერებში. თუმცა 1945 წლეს დროშა კვლავ აღდგა.

ჩეხეთის დროშა
ჩეხეთი
მიღებულია 1993
პროპორცია 2:3
კომპიუტერული
დიზაინი
ჩეხეთის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, რომელიც შედგება ორი ჰორიზონტალური თეთრი და წითელი ზოლებისა და ლურჯი სამკუთხედისაგან, რომლის წვეროც ორი ზოლის საზღვარზე მდებარეობს, ფუძე კი დროშის მარცხენა გვერდს ეფუძნება.

1993 წელს ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკამ ყოფილი ფედერალური სახელმწიფოს იდენტური დროშა მიიღო, რითაც პირდაპირ დაარღვის კონსტიტუციური აქტი, რომელიც ორ მემკვიდრე სახელმწიფოს ყოფილი ფედერალური სიმბოლოების გამოყენებას უკრძალავდა.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Ústavný zákon č. 542/1992 Zb. o zániku Českej a Slovenskej Federatívnej Republiky, Čl. 3 ods. 2
    (Constitutional act. No. 542/1992 Col. on the dissolution of the Czech and Slovak Federative Republic, art. 3 sect. 2)