ჩეჩნული მგელი ან რუხი მგელი (ჩეჩნურად: ბორზ/ბვორზ)  — ჩეჩენი ერის ეროვნული ცხოველი. [1]

ჩეჩნეთის რესპუბლიკის (იჩკერიის) გერბი

კულტურა რედაქტირება

მგლის მახასიათებლებს ხშირად ადარებენ ჩეჩნ ხალხს პოეტური ან მეტაფორული გაგებით, მაგ. როგორიცაა ,,მგლებივით თავისუფალი და თანასწორი”,[2][3][4] ან მათსაცით ,,მამაცი და მტკიცე“.  ჯაიმუხას შედარების მიხედვით ეს ,,ხისტ ზედა ტუჩთანაა“ შედარებული.[5] გამონათვქმი იმის შესახებ, რომ ,,მგელმა გაზარდა“ გამოხატავს ღირსეულ პიროვნულ თვისებებს. მგლების კლანებს ხშირად ადარებენ ჩეჩნურ გაერთიანებებს (კლანებს).

მითოლოგია რედაქტირება

არსებობს ერთი მითი, რომ ჩეჩენი ერის მითოლოგიური ფუძემდებელი, ტურპალო-ნოხჩუო (ჩეჩენი გმირი, რომელსაც ჩეჩნები მოიხსენიებენ, როგორც ,,ფოლადის ნაპერწკლები"), აღზრდილია ზღაპრული, მოსიყვარულე ,,მგლის დედის" მიერ. ძველი ჩეჩნური ცნობების თანახმად, ცხვრები თავდაპირველად მგლისთვის იყო შექმნილი, მაგრამ ადამიანმა მგელს ,,მოპარა" ცხვარი (ეს საკმაოდ საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ბევრი ჩეჩენი სინამდვილეში მწყემსობდა). ეთნოგრაფიული ისტორიკოსის ჯაიმუხას თქმით, ძველად ჩეჩნები იცავდნენ მგლის კულტს, რომელიც ხელს უშლიდა თავდასხმას ცხვრებზე შაბათს, რადგან  შაბათს განსაკუთრებულ დღეს აღნიშნავდნენ.

ლეგენდის შინაარსი რედაქტირება

როდესაც ღმერთმა დაასრულა სამყაროს შექმნა, მან დაინახა, რომ ყველაფერი არ მიდიოდა მისი გეგმების შესაბამისად. იგი განსაკუთრებით იმედგაცრუებული იყო იმ ხალხით, ვინც ისე არ მოიქცა, როგორც ის მოელოდა. მათ დაარღვიეს მის მიერ დადგენილი წესები და არანაირად არ გააუმჯობესეს.  ასე გაბრაზებულმა გადაწყვიტა გაენადგურებინა ის, რაც შექმნა. ამ მიზნით მან დედამიწაზე ძლიერი ქარიშხალი გაგზავნა, რათა ყველაფერი გაეწმინდა მის ზედაპირზე. ყველა ცოცხალმა არსება დიდმა პანიკამ მოიცვა და მათ სახლები დატოვეს. სიტუაცია უიმედო ჩანდა. ხალხი და ცხოველები დაიღუპნენ.  ცოცხალ არსებებს შორის მხოლოდ რუხი მგელი არ გაქცეულა. მან წინააღმდეგობა გაუწია ქარს ლეკვების დასაცავად.  ღმერთმა, რომ დაინახა, რომ მას ვიღაც ეწინააღმდეგებოდა, უბრძანა ქარს რომ უფრო ძლიერად დაებერა. მგელი ყველაფრისდა მიუხედავად არ ჩერდებოდა. ასეთი მონდომების დანახვაზე, ღმერთი მიხვდა, რომ სანამ ერთი ამაყი და დამოუკიდებელი მგელი იქნებოდა, ის ვერ შეძლებდა დედამიწის განადგურებას. და მან მგლის გამბედაობა დააფასა.

სიმბოლოები რედაქტირება

მგელს ხშირად იყენებენ ნიშნებითა და გამოსახულებებისთვის, როგორც ჩეჩენი ერის სიმბოლოს. სიმბოლოებზე ხშირად გამოსახულია მგელი ისეთ პოზაში, როდესაც ყმუის და მთის წვერზე დგას (ჩეჩნეთი ძალიან მთიანი რეგიონია), წევს ან აქეთ-იქით იყურება. მგელის პოზა სხვადასხვა რაღაცას გამოხატავს:

მგელი მთის წვერზე ყმუილი, როგორც წესი, ეროვნული სიამაყის გამოხატულებაა. 1991-1994 წლებში დამოუკიდებელ ჩეჩნეთში გადაცემები ატარებდა ამ სიმბოლოს,[6] ამ სიმბოლოს დღესაც იყენებენ ჩეჩნები, როგორც სიამაყის უბრალო გამოხატულება, რომ ისინი ჩეჩნები არიან.

დაწოლილი მგელი, მაყურებლის პირისპირ, ჩვეულებრივ მიანიშნებს ტურპალო-ნოხჩუოს მითოლოგიურ "მგელ დედაზე". თვალის თვალში გაყრა, როგორც წესი, იწვევს მძაფრი ემოციის შეგრძნებას, რასაც მხატვრის აზრით ჩეჩენი ერი გრძნობს.

თანამედროვედ, სეკულარულ სეპარატისტთა გერბს ჩეჩნეთში მგლის გამოსახულება ჰქონდა. მოგვიანებით ისლამისტებმა წაშალეს იგი და შეცვალეს არაბული დამწერლობით, ხოლო რუსეთის მიერ დაფინანსებული მმართველი რეჟიმი საერთოდ არ იყენებს მას, დევნილი მოსახლეობა კი ისევ თავიანთ სიმბოლოდ მიიჩნევს.

გარდა ამისა, ჩეჩნური ერის მრავალი სხვა ნიშანი (სამივე მთავრობისგან) მგელის გამოსახულებისაა, როგორც ჰერალდიკური სიმბოლო.

სახელწოდება რედაქტირება

ჩეჩენი სეპარატისტების მიერ ჩეჩნეთის ორ ომში წარმოებულ იარაღს მგლის პატივსაცემად ბორზი უწოდეს, რაც ჩეჩნურიდან ითარგმნება როგორც მგელი.[7]

სქოლიო რედაქტირება

  1. Jaimoukha, Amjad. The Chechens: A Handbook, Caucasus World: Peoples of the Caucasus, Routledge; (2005), p. 153.
  2. Jaimoukha. (2005:83)
  3. Gammer, Moshe. The Lone Wolf and the Bear: Three Centuries of Chechen Defiance of Russian Rule. London 2006. Page 4
  4. Wood, Tony. Chechnya: The Case for Independence. page 13.
  5. "According to the Chechen ethos, the wolf is the only animal that would enter into an unequal match, making up for any disadvantage by its agility, wit, courage and tenacity. If it loses the battle, it lies down facing the foe in full acceptance of its fate—Chechen poise equivalent to the famed British ‘stiff upper lip’." Jaimoukha. (2005:153)
  6. Henze, Paul B; in collaboration with Tishkov, Valery. Islam in the North Caucasus: the Example of Chechenia. Originally completed September 1993, "somewhat updated", released May 1995. Available from website www.circassianworld.com in pdf form here:PDF
  7. "Chechnya's Homemade Weapons Fuel War". Iwpr.net. 2009-08-13. Retrieved 2009-10-22.