ჩეშის უბე (რუს. Чёшская губа) — ყურე ბარენცის ზღვაში, კანინ-ნოსის ნახევარკუნძულსა და კონტინენტის ნაპირს შორის. სიგრძე 110 კმ, სიგანე შესასვლელთან 55 კმ, მაქსიმალური — 130 კმ. ნაპირები უმთავრესად დაბალია, ჩრდილო-დასავლეთით — ფლატოვანი. სიღრმე შესასვლელთან 55 . მოქცევა ნახევარდღეღამურია, სიმაღლე 4,3 მ. ნოემბრიდან ივნისის ბოლომდე დაფარულია ყინულით. ერთვის მდინარეები ვიჟასი, ომა, პეშა და ჩეშა.

ჩეშის უბე
რუს. Чёшская губа

ხედი ვერტმფრენიდან
კოორდინატები 67°30′ ჩ. გ. 47°00′ ა. გ. / 67.500° ჩ. გ. 47.000° ა. გ. / 67.500; 47.000
აუზი ბარენცის ზღვის
ქვეყნები რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი უბე
მაქსიმალური სიღრმე 55
სიგრძე 110 კმ
სიგანე მაქს. 130 კმ
ჩამდინარე მდინარეები ვიჟასი, ომა, პეშა, ჩეშა
ჩეშის უბე — რუსეთი
ჩეშის უბე
ჩეშის უბე ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება