ჩესკი-კრუმლოვი (ჩეხ. Český Krumlov) — პატარა ქალაქი ჩეხეთში, სამხრეთ ბოჰემიის რეგიონში. ცნობილია თავის დახვეწილი არქიტექტურითა და ხელოვნებით, რომელიც ძველ, ისტორიულ, ჩესკი-კრუმლოვის ციხესიმაგრის ქალაქს მიეკუთვნება. 1992 წლიდან, ქალაქის ძველი ნაწილი პრაღის ციხესიმაგრეების რაიონთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ქალაქი
ჩესკი-კრუმლოვი
Český Krumlov
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
შიდა დაყოფა Domoradice[1] , Horní Brána[1] , Latrán[1] , Nádražní Předměstí[1] , Nové Dobrkovice[1] , Nové Spolí[1] , Plešivec[1] , Slupenec[1] , Vnitřní Město[1] და Vyšný[1]
კოორდინატები 48°48′39″ ჩ. გ. 14°18′54″ ა. გ. / 48.81083° ჩ. გ. 14.31500° ა. გ. / 48.81083; 14.31500
მაიორი Alexandr Nogrády[2]
პირველი ხსენება 1253
ფართობი 22.16 კმ²
ცენტრის სიმაღლე 492
მოსახლეობა 14 056 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 634 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 381 01
საავტომობილო კოდი C
ოფიციალური საიტი ckrumlov.info/docs/en/kaktualita.xml
ჩესკი-კრუმლოვი — ჩეხეთის რესპუბლიკა
ჩესკი-კრუმლოვი

ქალაქისა და ციხესიმაგრის მშენებლობა XIII საუკუნეში დაიწყო მდინარე ვლტავის სანაპიროზე, იმ ადგილას, რომელიც ბოჰემიის მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს უყრიდა თავს. 1302 წლისთვის, ქალაქიც და ციხესიმაგრეც დიდებულებს — როზენბერგის ოჯახს ეკუთვნოდა. 1602 წელს ის საღვთო რომის იმპერატორმა რუდოლფ II-მ იყიდა და თავის ვაჟს გადასცა. იმპერატორმა ფერდინანდ II-მ კი ის ეგენბერგების ოჯახს გადასცა. 1719 წლიდან 1945 წლამდე ციხესიმაგრე შვარცენბერგების ოჯახს ეკუთვნოდა. ციხისა და ძველი ქალაქის არქიტექტურის უდიდესი ნაწილი XIV-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება. ქალაქის სტრუქტურა მთლიანად გოტიკურ, რენესანსულ ან ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 617
ინგლ.რუს.ფრ.
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. DeníkVltava Labe Media, 2022.