ჩედერი

ინგლისური ყველის სახეობა

ჩედერი (cheddar) — ინგლისური ყველის სახეობა. სახელი ეწოდა პირველწარმოების ადგილის მიხედვით — სოფ. ჩედერი, სომერსეტის საგრაფო, ინგლისი. ყველის კონსისტენცია პლასტიურია, სპილოსძვლის ან მოყვითალო ფერით. ხშირად წარმოების პროცესში მას ბუნებრივ საღებავს — ანატოს — უმატებენ. ჩედერს თხილისებური, ოდნავ მომწარო-მომჟავო გემო აქვს.

ჩედერის ყველი