ჩე! (1969) — ამერიკული ბიოგრაფიული ფილმი, რომელშიც მარქსისტი რევოლუციონერის − ჩე გევარას როლს ომარ შარიფი ასრულებს. აღწერს გევარას ცხოვრებას მისი კუბაში გადასვლიდან − 1956 წლიდან ბოლივიაში, 1967 წელს მის სიკვდილამდე. ფილმში აღწერილი არაა ჩეს კუბის რევოლუციამდელი ცხოვრება, რომელიც გადმოცემული წიგნ „მოტოციკლისტის დღიურებსა“ და ამავე სახელწოდების 1993 წლის ფილმში. სურათის რეჟისორია რიჩარდ ფლეიშერი.

სიუჟეტი რედაქტირება

ფილმი ეხება ჩე გევარას (ომარ შარიფი), ახალგაზრდა არგენტინელ ექიმს, რომელიც მტკიცე ხასიათს ამჟღავნებს 1950-იანი წლების კუბის პარტიზანულ ომში. იგი სულ მალე თავისი ხალხის პატივისცემას იმსახურებს და ბრიგადის მეთაური ხდება.

ფიდელ კასტრო (ჯეკ პელანსი) მოხიბლულია გევარას ტაქტიკითა და დისხიპლინით და მას თავის უფროს მრჩევლად ნიშნავს.

როდესაც ორწლიანი ბრძოლის შემდეგ კასტრო ამხობს კუბის დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას, გევარა ხელმძღვანელობს მასიურ რეპრესიათა სერიას, ამავე დროს ოცნებობს მსოფლიო რევოლუციაზე.

კარიბის კრიზისში კასტროს უკანდახევის შემდეგ, გევარა მას საბჭოთა იარაღად ყოფნაში სდებს ბრალს და კუბას ტოვებს.

გევარა მიემართება კონგოში, შემდეგ კი ბოლივიაში, სადაც ის ცდილობს დაიწყოს თავის საოცნებო გლეხების მსოფლიო რევოლუცია, მაგრამ გლეხობა მას მხარს არ უბამს, ბოლოს კი ბოლივიის არმია ატყვევებს და სიკვდილით სჯის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩე!&oldid=2402254“-დან