ჩატემის კუნძულები

ჩატემის კუნძულები (ინგლ. Chatham Islands, მაორი. Wharekauri) — არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, ახალი ზელანდიიდან დაახლოებით 680 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ჩატემის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Chatham Islands
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 44°02′ ს. გ. 176°26′ ა. გ. / 44.033° ს. გ. 176.433° ა. გ. / -44.033; 176.433
კუნძულთა რაოდენობა 10
მთავარი კუნძული ჩატემის კუნძული
ფართობი 966 კმ²
უმაღლესი წერტილი 294 მ
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 600 (2013)
სიმჭიდროვე 0,62 ად. /კმ²

ადგილობრივ მორიორის ენაზე კუნძულს რეკოჰუ ეწოდება. ახალი ზელანდიის შემადგენლობაში ოფიციალურად 1842 წლიდან შედის. მოიცავს ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილს — კუნძულ ფორტი-ფორსს.

კუნძულებზე შემოღებულია განსაკუთრებული სასაათო სარტყელი, რომელიც განსხვავდება ახალი ზელანდიის დროისაგან 45 წუთით.

1832 წლიდან არქიპელაგი გამოცხადებულია ახალი ზელანდიის ტერიტორიად. არქიპელაგი მდებარეობს სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მმართველობაში და აქვს სპეციალური ტერიტორიული ერთეულის სტატუსი.

გეოგრაფია რედაქტირება

მოიცავს 40 კმ რადიუსზე გაშლილ დაახლოებით ათ კუნძულს, რომელთა შორის უდიდესებია ჩატემი და პიტი.

მხოლოდ ეს ორი კუნძულია დასახლებული. მთლიანი ფართობი 966 კმ².

არქიპელაგის შემადგენლობა რედაქტირება

კლიმატი რედაქტირება

არქიპელაგის კლიმატი ტენიანი და ქარიანია. ზამთარში საშუალო ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 6 °C-ს, ზაფხულში — დაახლოებით 14 °C-ს. ნალექების რაოდენობაა — დაახლოებით 900 მმ წელიწადში. ვიზიტისათვის საუკეთესო დროა — სექტემბრიდან მარტის ჩათვლით.

მოსახლეობა რედაქტირება

ითვლება, რომ კუნძულები დასახლებული იქნა ჯერ კიდევ 1000 წელს ჩვენი დროით.

არქიპელაგის მოსახლეობა შეადგენს 609 ადამიანს[1] (2006 წელი), რომელთაგანაც 240 ევროპელთა შთამომავალია, 369 — მაორელი და მორიორი (არქიპელაგის ძირძველი მაცხოვრებლები).

2013 წლის აღწერის მონაცემებით არქიპელაგის მოსახლეობა შეადგენს 600 ადამიანს,[2] რომელთაგანაც 264 ევროპელთა შთამომავალია, 336 — მაორელი და მორიორი.

არქიპელაგის ადმინისტრაციული ცენტრია — დასახლება უაიტანგი, სადაც ცხოვრობს დაახლოებით 200 ადამიანი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ethnic groups, birthplace and languages spoken დაარქივებული 2014-04-17 საიტზე Wayback Machine. , QuickStats About Chatham Islands Territory, 2006 Census. Wellington: Statistics New Zealand. Retrieved 19 January 2010.
  2. მოსახლეობის აღწერა (2013) დაარქივებული 2014-11-14 საიტზე Wayback Machine. 2013 Census QuickStats about a place: Chatham Islands Territory