ჩაჟაში

სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში

ჩაჟაშისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემის ცენტრი (სოფლები: ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში, ჩვიბიანი).

სოფელი
ჩაჟაში

ჩაჟაში 2016 წელს
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი უშგული
კოორდინატები 42°54′54″ ჩ. გ. 43°00′31″ ა. გ. / 42.91500° ჩ. გ. 43.00861° ა. გ. / 42.91500; 43.00861
ცენტრის სიმაღლე 2160
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 28[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჩაჟაში — საქართველო
ჩაჟაში
ჩაჟაში — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჩაჟაში

ეტიმოლოგია რედაქტირება

ჩაჟაში სვანურად ნიშნავს ცხენების სადგომს (ჩაჟ „ცხენი“). ლეგენდის თანახმად, უშგულში ასული თამარ მეფე ცხენებს ამ სოფელში აჩერებდა.

მდებარეობა რედაქტირება

ჩაჟაში მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2160 მეტრზე, მესტიიდან 45 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 709
ინგლ.რუს.ფრ.

ამჟამად ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი აერთიანებს 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს, 11 ხალხურ საცხოვრებელსა და 1 ათეულზე მეტ დამხმარე ნაგებობას. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი. სოფელში არის უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი.

სოფლის სამხრეთით, მთაზე დგას XII-XIII საუკუნეების ციხე-სიმაგრე, რომელიც შედგება გალავნისა და სამი კოშკისაგან. მათგან ორი სანახევროდ დანგრეულია, ხოლო ერთი თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული. ციხე უშგულის ოთხივე სოფელს გადაჰყურებს. გადმოცემის თანახმად, ეს თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.

სოფლის ახლოს დგას ასევე შუა საუკუნეების კოშკი, რომელსაც თამარ მეფის საზაფხულო კოშკს უწოდებენ. რეზიდენცია მოიცავდა მეორე კოშკსაც, რომლის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და ეკლესიას. ეკლესია X საუკუნისაა და წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. გეგმით მართკუთხა ქვის მცირე ზომის ნაგებობაა, ინტერიერში ქვისავე კანკელია.

სოფელში დგას მაცხოვრის XI-XII საუკუნეების ეკლესია, რომელსაც შემორტყმული აქვს გალავანი. ნაშენია ქვით და აქვს ქვისავე კანკელი. დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს სტოა. სტოაში შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა. ეკლესია მოხატულია, საკურთხევლის კონქში გამოსახული არის ვედრების სცენა და მთავარანგელოზები, ჩრდილოეთ კედელზე — ჯვარცმა, ხარება, ღვთისმშობლის მიძინება, სამხრეთ კედელზე — ამაღლება, ფერისცვალება და სხვ.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 28 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 254
1911[3]   281
2002[4]   34 18 16
2014[1]   28 16 12

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 409.
  3. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II