ჩან დაი ნგია (ვიეტ. Trần Đại Nghĩa, დ. 13 სექტემბერი, 1913 — გ. 9 აგვისტო 1997), ნამდვილი სახელი ფამ ქუანგ ლი — ვიეტნამელი მეცნიერი-ტექნიკოსი, სამხედრო ინჟინერი, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოციალისტური შრომის გმირი, ითვლება "ვიეტნამის თავდაცვის ინდუსტრიის მამად." [1]

ჩან დაი ნგია

ჩან დაი ნგიას ბიუსტი ვინილონგის ისტორიის მუზეუმში
მშობლიური სახელი ვიეტ. Trần Đại Nghĩa
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი 1913
ვინილონგი, ვიეტნამი
გარდაცვალების თარიღი 9 აგვისტო 1997 (83 წლის)
ფუნიოანი, ხოშიმინი, ვიეტნამი
მოქალაქეობა ვიეტნამის დროშა ვიეტნამი
საქმიანობა სამხედრო ინჟინერი, ინჟინერი
ჯილდოები შრომის გმირი, ხო ში მინის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1913 წლის 13 სექტემბერს, ღარიბი კათოლიკე გლეხის ოჯახში ვინჰ ლონგის პროვინციაში. ნამდვილი სახელი: ფამ ქუანგ ლი. ის 6 წლის ასაკში დარჩა მამის გარეშე, ცხოვრობდა დიდ სიღარიბეში. მიუხედავად ამისა, 1933 წლისთვის მოახერხა ბაკალავრის ხარისხის მიღება, მაგრამ იმ დროს არ ჰქონდა ფული ჰანოიში სწავლის გასაგრძელებლად. თუმცა, 1935 წელს იგი სასწავლებლად გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლო განათლების მიღება რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის ცნობილ პოლიტექნიკურ სკოლაში, გახდა მათემატიკის ბაკალავრი და დაიწყო მუშაობა აერონავტიკის ინჟინერიის ინსტიტუტში. 1942 წელს გადავიდა გერმანიაში, სადაც მუშაობდა იარაღისა და თვითმფრინავების მწარმოებელ სხვადასხვა ქარხანაში.

ჩან დაი ნგია დაბრუნდა ვიეტნამში 1946 წელს, შეუერთდა ხო ში მინის აჯანყებულებს ქვეყნის ჩრდილოეთით, მონაწილეობა მიიღო მთის ტყეებში იარაღის წარმოების ორგანიზებაში. 5 დეკემბერს ხო ში მინმა უბოძა ახალი სახელი (ჩან დაი ნგია) და — მისი სამხედრო-ტექნიკური ცოდნის გათვალისწინებით — რამდენიმე თანამდებობა ახლადშექმნილი სახელმწიფოს სამხედრო-ინდუსტრიულ სტრუქტურაში, რომელთა შორის იყო ვიეტნამის სახალხო არმიის არტილერიის ხელმძღვანელის თანამდებობა. 1948 წელს მიიღო გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, 1952 წელს გახდა ვიეტნამის შრომის გმირი და ხო ში მინის ორდენის მფლობელი 1956 წლის 6 მარტს გახდა ვიეტნამში დაარსებული პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პირველი რექტორი. 1950-1960 წლებში — მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, 1960-1962 წლებში — მძიმე მრეწველობის მინისტრი, 1965 წელს დაინიშნა ვიეტნამის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 1983-1988 წლებში — ვიეტნამის Მეცნიერება და ტექნოლოგიების ასოციაციის პრეზიდენტად. ამ პოსტების პარალელურად, ხანდახან ერთდროულად რამდენიმე სხვა თანამდებობასაც იკავებდა. 1966 წლიდან იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი. [2]

1996 წელს ჩან დაი ნგიას მიენიჭა ხო ში მინის სახელობის პრემია ინდოჩინეთის ომის დროს სხვადასხვა იარაღის წარმოებისა და განვითარების ორგანიზებისთვის. მის მიერ შექმნილი SKZ პისტოლეტი არ დარჩენილა ყურადღების მიღმა. [3]

გარდაიცვალა 1997 წლის 9 აგვისტოს ქალაქ ხოშიმინში 85 წლის ასაკში.

ხსოვნა რედაქტირება

მეცნიერის სახელს ატარებს ჰანოის ერთ-ერთ პანსიონი, [4],ტექნიკური უნივერსიტეტი, [5] სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი, [6] ასევე მრავალი ქუჩა, გზატკეცილი და სხვა ობიექტი ვიეტნამის სხვადასხვა რაიონში.

სქოლიო რედაქტირება

  1. Hạ thủy tàu khảo sát biển mang tên Trần Đại Nghĩa. Tuổi Trẻ Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-12. ციტირების თარიღი: 2012-11-29.
  2. Чан Дай Нгиа. Информационная система «Архивы Российской академии наук». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-12. ციტირების თარიღი: 2012-11-29.
  3. Street Without Joy by Bernard B. Fall
  4. September 13 in History (2004-09-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-09. ციტირების თარიღი: 2007-06-10.
  5. Thành lập trường Đại học Trần Đại Nghĩa (2011-02-27). ციტირების თარიღი: 2011-06-28.
  6. Hạ thuỷ tàu khảo sát đầu tiên của VN mang tên Trần Đại Nghĩa (2010-10-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-19. ციტირების თარიღი: 2011-07-28.