შუმავა (ჩეხ. Šumava; გერმ. Böhmerwald) — ქედი ცენტრალურ ევროპაში. გეოგრაფიულად ვრცელდება ჩეხეთის, ავსტრიისა და გერმანიის ტერიტორიაზე. ქმნის ბუნებრივ საზღვარს ერთი მხრივ, ჩეხეთსა და მეორე მხრივ, გერმანიასა და ავსტრიას შორის. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩეხურ და გერმანულ მხარებში ქედი განსხვავებული სახელებით აღინიშნება: ჩეხეთის რესპუბლიკაში ეწოდება შუმავა, ხოლო გერმანიაში ბოჰემიის ტყე. ჩეხეთის მასივის სამხრეთ-დასავლეთ კიდეა. სიგრძე დაახლოებით 140 კმ. საშუალო სიმაღლე 800-1400 მ. ბავარიულ მხარეზე მაქსიმალური სიმაღლეა 1456 მ (მთა გროსერ-არბერი), ხოლო ჩეხეთისა და ავსტრიის მხარეზე 1378 მ (მთა პლეხი).

შუმავა
კოორდინატები: 49°06′45″ ჩ. გ. 13°08′09″ ა. გ. / 49.11250° ჩ. გ. 13.13583° ა. გ. / 49.11250; 13.13583
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ავსტრიის დროშა ავსტრია
გერმანიის დროშა გერმანია
უმაღლესი წერტილი გროსერ-არბერი
სიმაღლე 1456 
შუმავა — ცენტრალური ევროპა
შუმავა

უმთავრესად აგებულია გნაისებით, გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. თხემი მოსწორებულია. დამახასიათებელია მკაცრი კლიმატი. ბევრია ტორფნარი. არის ძველი გამყინვარების ნიშნები. კალთები შემოსილია წიფლნარითა და მდელოს ბალახეულით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება