შტუბაის ალპები (გერმ. Stubaier Alpen; იტალ. Alpi dello Stubai) — ქედი ალპებში, ავსტრიასა და იტალიაში. შედის ცენტრალური აღმოსავლეთი ალპების შემადგენლობაში. მაქსიმალური სიმაღლე 3507 (მთა ცუკერჰიუტლი). სახელწოდება მომდინარეობს ალპების შტუბაიტალის ხეობიდან. ვრცელდება ინსბრუკიდან სამხრეთ-დასავლეთით. ჩრდილოეთით შემოზღუდულია მდინარე ინის ხეობით, აღმოსავლეთით მდინარე სილის ხეობით და ბრენერის უღელტეხილით (რომლისგანაც გამოყოფილია ცილერტალის ალპებისაგან), დასავლეთით ეცტალის ალპებითა და ტიმელსიოხის უღელტეხილით, სამხრეთით მდინარეების პასერისა და აიზაკის ხეობებით. ბევრია გადასასვლელი.

შტუბაის ალპები
შტუბაის ალპები
შტუბაის ალპები
კოორდინატები: 47°05′ ჩ. გ. 11°10′ ა. გ. / 47.083° ჩ. გ. 11.167° ა. გ. / 47.083; 11.167
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
იტალიის დროშა იტალია
უმაღლესი წერტილი ცუკერჰიუტლი
სიმაღლე 3507 
შტუბაის ალპები — ალპები
შტუბაის ალპები

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება