საბჭოთა კავშირის ომი ავღანეთში
თარიღი 27 დეკემბერი, 1979
მდებარეობა ტაჯბეგი, ქაბული
მხარეები
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
მეთაურები
საბჭოთა კავშირის დროშა უ.დროზდოვი
საბჭოთა კავშირის დროშა გრიგორი ბოიარინოვი
ჰაფიზულა ამინი
ძალები
660 300
დანაკარგები
საბჭოთა:
20 მოკლული,[1] 50 დაჭრილი
~200 მოკლული, 1700 დატყვევებული, 200 დაჭრილი

ოპერაცია შტორმი-333 (რუს. Шторм-333) – საბჭოთა სამხედრო ოპერაცია, რომელიც ჩატარდა 1979 წლის 27 დეკემბერს ავღანეთში და იქცა ავღანეთის ომის დაწყების მიზეზად. სპეცრაზმმა შტურმით აიღო პრეზიდენტ ჰაფიზულა ამინის ქალაქ ქაბულში მდებარე სასახლე სახელად ტაჯბეგი, მოკლეს პრეზიდენტი და 200-მდე პირადი დაცვის სამხედრო პირი. პრეზიდენტთან ერთად დაიღუპა მისი ორი მცირეწლოვანი შვილი.

ოპერაციის მსვლელობისას საბჭოთა სპეცრაზმმა წაართვა რამდენიმე სამთავრობო შენობა მათ შორის: შინაგან საქმეთა სამინისტრო, შიდა უსაფრთხოების შენობა (KHAD) და გენერალური შტაბის შენობა. ჯგუფი ალფას ვეტერან მებრძოლებს ეს ოპერაცია მიაჩნიათ ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულად, რაც კი ამ ჯგუფს ჩაუტარებია.

საბჭოთა სამხედროები და მათი დანაკარგები რედაქტირება

ოპერაციის მსვლელობისას საბჭოთა სამხედროებს არ ჰქონდათ საკმარისი ჯავშანჟილეტები, რაც სპეცდანიშულების რაზმის შემთხვევაში დაუშვებელი იყო. გარდა ამისა, სამხედროების უმეტესობას ჩაფხუტებიც კი არ ჰქონდათ.

ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა სულ 661 მებრძოლი, შემდეგი შენაერთების პირადი შემადგენლობიდან:

  • "გრომის" («Гром») 24 მებრძოლი (ალფას დანაყოფი);
  • სუკ-ის სპეცრაზმი ზენიტი («Зенит») 30 მებრძოლით;
  • 87 მედესანტე 345-ე ბატალიონიდან;
  • 520 მებრძოლი 154-ე ბატალიონიდან, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გამოყო. ეს რაზმი ცნობილი იყო როგორც მუსულმანთა ბატალიონი, რადგან მისი მებრძოლები მხოლოდ და მხოლოდ სსრკ-ს სამხრეთით მდებარე ქვეყნებიდან იყვნენ შერჩეულნი.

ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა სუკ–ის სპეცრაზმის 10 ოფიცერი, მუსულმანთა ბატალიონის 6 ჯარისკაცი და 9 მედესანტე, ასევე ოპერაციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ბოიარინოვი. ოპერაციის დასრულებისას თითქმის ყველა სხვა მებრძოლი დაჭრილი იყო.

შტურმი რედაქტირება

 
ზსუ-23-4, გამოყენებული იყო სასახლეზე იერიშის მიტანისას
 
BTR-60PB – „ზენიტის“ მებრძოლების ტრანსპორტი

შეტევა დაიწყო ადგილობრივი დროით 19:30 წუთზე და გრძელდებოდა 43 წუთის განმავლობაში. შეტევაზე გადავიდა ორი ЗСУ-23-4, რომლებმაც მიიტანეს იერიში სასახლეზე. ამის შემდეგ ზენიტის ოთხმა БТР-მა და БМП-1-მა პირდაპირ სასახლეს შეუტიეს. მათ შორის ერთმა БТР-მა მოახერხა შენობის დაცვის სრულად განადგურება. მუსულმანთა ბატალიონი შეიჭრა სასახლეში და გაანადგურა შენობაში განთავსებული ყველა პირი, მათ შორის პრეზიდენტი ამინი.

შედეგი რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია საკმაოდ წარმატებული გამოდგა, იგი დასავლეთის ქვეყნებში აღქმული იქნა, როგორც ავღანეთის ოკუპაციად საბჭოთა კავშირის მიერ. ოპერაციის შემდეგ კი დაიწყო 10 წლიანი ავღანეთის ომი, სადაც საბჭოთა არმია დაუპირისპირდა ავღანელ მოჯაჰიდებს.

საბჭოთა კავშირის გმირები რედაქტირება

  1. გრიგორი ბოიარინოვი - 1980 წელს სსრკ-ს უმაღლესმა საბჭომ გადასცა გმირობის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)
  2. მიხელ ისაკოვი - 1980 წელს სსრკ-ს უმაღლესმა საბჭომ გადასცა გმირობის ორდენი
  3. ვიქტორ კარპუხინი - 1980 წელს სსრკ-ს უმაღლესმა საბჭომ გადასცა გმირობის ორდენი
  4. ევალდ კოზლოვი - 1980 წელს სსრკ-ს უმაღლესმა საბჭომ გადასცა გმირობის ორდენი
  5. ვასილი კოლესნიკი - 1980 წელს სსრკ-ს უმაღლესმა საბჭომ გადასცა გმირობის ორდენი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Tomsen, Peter (9). Wars of Afghanistan, 1st, PublicAffairs, გვ. 174. ISBN 978-1586487638.