შრი-ლანკის გეოგრაფია

შრი-ლანკა არის კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, ტერიტორიულად კი მიეკუთვნება სამხრეთ აზიას. კუნძულის ფართობია 65,610 კმ², რაც შეეხება სანაპირო ხაზის სიგრძეს, ის შეადგენს 1,340 კილომეტრს. კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი გაშენებულია ბენგალის ყურის სანაპირო ზოლში, ხოლო დასავლეთიდან შრი-ლანკა ინდოეთისაგან გამოყოფილია პოლკის სრუტით.

შრი-ლანკის ტოპოგრაფიული რუკა

ქვეყანაში სულ სამ წელიწადის დროს ითვლიან. შრი-ლანკის კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს ტროპიკული მუსონები: ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონი (დეკემბრიდან მარტამდე) და სამხრეთ-დასავლეთის მუსონები (ივნისიდან ოქტომბრამდე). ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დაბლობებს უკავია, თუმცა სამხრეთ ნაწილში არის საშუალო სიმაღლის მთების ზონა, უმაღლესი მწვერვალია მთა პიდურუტალაგალა (2 524 მ.). ბუნებრივი რესურსებიდან აქ მოიპოვება, კირქვა, გრაფიტი, ფოსფატი, თიხა. შრი-ლანკაში აგრეთვე არის სამკურნალო ქვიშა, ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება