შპუხილიმაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური კომპლექსი მექსიკაში, კამპეჩეს შტატში. ახლომდებარე ტერიტორია მდიდარია მაიას სხვა ძეგლებით, აქაა მაგალითად ბეკანი, კალაკმული.

შპუხილი

სავარაუდოა, რომ ეს ტერიტორია დასახლებული იყო ძვ. წ. 400 წელზე უფრო ადრე. ქალაქმა განვითარების აპოგეას მიაღწია ჩვ. წ. 500-750 წლებში, ხოლო დაკნინდა დაახლოებით 1100 წელს.

ქალაქი აღმოაჩინეს 1930 წელს, მასთან ერთად აღმოაჩინეს აქ მდებარე კონსტრუქციების 17 ჯგუფი, რომელიც რიო-ბეეკის სტილშია ნაგები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება