შოკოლიტი

საბავშვო ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი საქართველოში

„შოკოლიტი“ — საბავშვო ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი საქართველოში. დაარსდა 2019 წელს საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის, ლიბოს მიერ. ჟურნალის გამოცემა დააფინანსა მწერალთა სახლმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ[1]. მთავარი რედაქტორია საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე.

შოკოლიტი
ენა ქართული
მთავარი რედაქტორი ირმა მალაციძე
პუბლიკაციის დეტალები
ქვეყანა საქართველო
პუბლიკაციის ისტორია გამოცემაშია 2019 წლიდან
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური

ჟურნალის მთავარ მიზანს წარმოადგენს საბავშვო ლიტერატურის და ავტორების პოპულარიზაცია, მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლება, კითხვის, წაკითხულის გაგების უნარ-ჩვევის შეძენა, თვალსაწიერის გაფართოება, ბავშვის წარმოსახვის უნარის განვითარება და ზოგადად, მოზარდის წიგნთან დაახლოვება[2].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება