შოთა ლაფერაძე (დ. 28 თებერვალი, 1929, თბილისი — გ. 11 მარტი, 1995, თბილისი) — ქართველი კინოპროდიუსერი. იგი პროდიუსერია ფილმებისა: „ჯარისკაცის მამა“, „ზღვის ბილიკი“, „ნერგები“, „ღიმილის ბიჭები“, „პასტორალი“ და სხვა.

შოთა ლაფერაძე, 1981 წ.

ბიოგრაფია რედაქტირება

შოთა ლაფერაძე დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ქართველი ეკონომისტის გრიგოლ ლაფერაძის ოჯახში. 1957 წლიდან იგი მოღვაწეობდა კონოსტუდია „ქართულ ფილმში“, 1957–1960 წლებში იყო გადამღები ჯგუფის დირექტორის მოადგილე, ხოლო, 1960–1995 ფილმის დირექტორი. 1991–1995 ხელმძღვანელობდა კინოგაერთიანებებს „აისი“ და „კავკასია“, იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ქართულ კინოში შოთა ლაფერაძის მოღვაწეობა არაერთ ცნობილ კინორეჟისორთან არის დაკავშირებული, მათგან აღსანიშნავია: რეზო ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი, თეიმურაზ ბაბლუანი და გიორგი შენგელაია. იმ ფილმებმა, რომელთა პროდიუსერიც შოთა ლაფერაძე იყო მოიპოვეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოები: „ჯარისკაცის მამა“ (რომის II საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, 1965), „ნერგები“ (მოსკოვის საერთაშორისო კონოფესტივალის პრიზი, 1972) „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, 1981), „პასტორალი“, (ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის კინო-პრესის ჯილდო, 1982) და სხვა. 1974 წელს ფილმისთვის „მზე შემოდგმისა“, კინოწარმოების საუკეთესო ორგანიზებისათვის, შოთა ლაფერაძე დაჯილდოვდა თბილისის კონოფესტივალის პრემიით.

ფილმოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება