შირინ შარმინ ჩოუდჰური

შირინ შარმინ ჩოუდჰური (ბენგ. শিরীন শারমিন চৌধুরী; დ. 6 ოქტომბერი, 1966) — ბანგლადეშელი პოლიტიკოსი, პარლამენტის სპიკერი 2013 წლის 30 აპრილიდან. ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი ამ თანამდებობაზე. ქალთა და ბავშვთა საქმეების მინისტრი 2009-2013 წლებში.

შირინ შარმინ ჩოუდჰური
শিরীন শারমিন চৌধুরী
შირინ შარმინ ჩოუდჰური শিরীন শারমিন চৌধুরী
ბანგლადეშის პარლამენტის სპიკერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა30 აპრილი, 2013
პრემიერ-მინისტრი  შეიხ ჰასინა
წინამორბედიაბდულ ჰამიდი

ქალთა და ბავშვთა საქმეების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 იანვარი, 2009 – 30 აპრილი, 2013

დაბადებული6 ოქტომბერი, 1966
პოლიტიკური პარტიაავამი ლიგა
მეუღლესიედ იშთიაქე ჰოსაინი
შვილებილამისა და იბტეშამი
განათლებაესექსის უნივერსიტეტი,
დაკის უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი

დაიბადა 1966 წლის 6 ოქტომბერს. მამამისი რაფიქულა ჩოუდჰური მუჯიბურ რაჰმანის მთავრობის მინისტრი იყო. სწავლობდა დაკის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მან თანამეგობრობის სტიპენდია მიიღო ესექსის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. 2000 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი კონსტიტუციური სამართალსა და ადამიანის უფლებების სფეროში. 2014 წლის 16 ივლისიდან ესექსის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.

გათხოვილია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება