შილპა შეტი (ინგლ. Shilpa Shetty; დ. 8 ივნისი 1975, მანგალური, ინდოეთი) — ინდოელი მსახიობი და მოდელი.

შილპა შეტი

შილპა შეტი (2007)
დაბადების სახელი შილპა შეტი
დაბადების თარიღი 8 ივნისი 1975
კარნატაკა, მანგალური
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 1993-დღემდე
მეუღლე(ები) რაჯ კუნდრა (2009–დღემდე)
საიტი www.shilpashettylive.com

ბიოგრაფია რედაქტირება

შილპა შეტი დაიბადა 1975 წლის 8 ივნისს ინდოეთის კარნატაკის შტატის ქალაქ მანგალურში.[1] დედამისი იყო „Forhans“-ის და „Bournvita“-ის მოდელი, ხოლო მამამისი მონაწილეობდა „Yera“-ს სათვალეების რეკლამაში. ჰყავს უმცროსი და შამიტა შეტი, რომელიც ბოლივუდის მსახიობია. შილპა შეტი მუმბაიში სწავლობდა ჩემბურისის უმაღლეს სკოლაში. 15 წლის ასაკში სურდა მოდელი გამხდარიყო, მაგრამ ჩანაფიქრი არ აუსრულდა, რამეთუ მისი პარამეტრები არ აკმაყოფილებდა სამოდელო სტანდარტს. თუმცა მიზანს მიაღწია და კარიერა როგორც მოდელმა დაიწყო. იმ პერიოდისთვის იგი 16 წლისა იყო. შილა შეტი ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსახიობია (174 სმ).[2] გადაღებულია დაახლოებით 50-მდე ფილმში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Oconnor, Ashling (18 January 2007). „Times exclusive: interview with Shilpa Shetty's mother“. timesonline.co.uk. London. ციტირების თარიღი: 27 February 2007.
  2. Daily Telegraph (31 July 2008)