შილდაყის წმინდა გიორგის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი

შილდაყის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, შემორჩენილია ნანგრევები. აგებულია შუა საუკუნეებში.

იქ სადაც ადრე ეკლესია იდგა მისი ნანგრევებისაგან წარმოქმინილია ბორცვი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, რომელსაც მიდგმული აქვს მეტრნახევარი სიგრძის ორი კედელი, რომლის მარჯვენა ნაწილში გამოყენებულია ერთი თაღის ქვა, ასევე ძველი ეკლესიის საინტერესო ქვა დევს ჩრდილოეთი კედლის ქვედა წყობაში.

ლიტერატურა რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16388