შიკლი (სიცილ. Scicli) — ქალაქი იტალიის კუნძულ სიცილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაგუზის პროვინციაში. ქალაქ რაგუზიდან დაშორებულია 25 კმ-ით, ხოლო პალერმოდან 308 კმ–ით. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 26 215 ადამიანს შეადგენს. მის სიახლოვეს მდებარე ვალ-დი-ნოტოს სხვა შვიდ ქალაქთან ერთად, 2002 წლიდან შიკილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ქალაქი
შიკლი
იტალ. Scicli
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 36°47′28″ ჩ. გ. 14°42′08″ ა. გ. / 36.7913778° ჩ. გ. 14.7024861° ა. გ. / 36.7913778; 14.7024861
ფართობი 138.72 კმ², 0.82 ჰექტარი, 5.18 ჰექტარი
ცენტრის სიმაღლე 108±1 მეტრი
მოსახლეობა 26 854 (1 იანვარი, 2023)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0932
საფოსტო ინდექსი 97018
საავტომობილო კოდი RG
ოფიციალური საიტი http://www.comune.scicli.rg.it/
შიკლი — იტალია
შიკლი

შიკილის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები სპილენძისა და ადრეული ბრინჯაოს ხანით თარიღდება (ძვ. წ. III ათასწლეული).

თანამედროვე ქალაქი ძვ. წ. 300 წელს სიცილიელებმა დააარსეს. შუა საუკუნეებში, ისევე როგორც მთლიანად სიცილია, შიკილიც არაბების მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც მან განვითარების პიკს მიაღწია და მნიშვნელოვანი სასოფლო–სამეურნეო და სავაჭრო ცენტრი გახდა. 1091 წელს ქალაქი ნორმანებმა დაიპყრეს როჯერ I-ის მეთაურობით. ამ პერიოდს მოჰყვა სიცილიის ხვა მრავალი დინასტიების მმართველობა, მათ შორის არაგონულ–ესპანური, სანამ XIX საუკუნის შუა წლებში სიცილია იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდოდა.

1693 წლის კატასტროფულმა მიწისძვრამ შიკილი თითქმის მთლიანად დაანგრია, რის შემდეგაც სხვა სიცილიური ქალაქების მსგავსად ის სიცილიური ბაროკოს სტილში აღადგინეს, რაც დღეს უამრავ ტურისტს იზიდავს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 398
ინგლ.რუს.ფრ.