შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრი

შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრი (შვედ. Svenskt Internationellt Liberalt Center), ასევე ცნობილი როგორც სილკი (ინგლ. SILC, ინგლ. Swedish International Liberal Centre) — შვედური პოლიტიკური ფონდი, რომლის მიზანი მსოფლიოში ლიბერალიზმის მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. ფონდი 1980 წელს დააარსა შვედეთის ლიბერალურმა სახალხო პარტიამ. ფონდის მთავარი ფასეულობებია ინდივიდუალური თავისუფლება და ლიბერალიზმი.[1]

შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრი
შვედ. Svenskt Internationellt Liberalt Center
აბრევიატურა SILC
შეიქმნა 1980
ტიპი პოლიტიკური ფონდი
მიზანი ლიბერალიზმის გავრცელება
შტაბ-ბინა სტოკჰოლმი, შვედეთი
ქვეყანა შვედეთი
silc.se

სილკი არის ასევე ევროპის ლიბერალური ფორუმის წევრი. [2] საქართველოში სილკის პარტნიორი არის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი. [2]

სქოლიო რედაქტირება

  1. About SILC - Who we are
  2. 2.0 2.1 ევროპის ლიბერალური ფორუმის წევრები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-09. ციტირების თარიღი: 2020-04-23.