შვედეთის პროვინციები

ss vapenშვედეთის პროვინციები — ისტორიული, გეოგრაფიული და კულტურული რეგიონები. პოლიტიკური თვალსაზრისით, შვედეთის პროვინციებს არ გააჩნიათ ადმინისტრაციული ფუნქციები, თუმცა ისტორიულ-კულტურული თავისებურებების გამო მათი გამოყოფა ტრადიციულადაა დამკვიდრებული.

რამდენიმე მათგანი 1634 წლამდე წარმოადგენდა შვედეთის ქვე დანაყოფს, შემდგომ ისინი შეიცვალნენ ადმინისტრაციული ერთეულებით -ლენებით (შვედ. län). რამდენიმე მათგანი წართმეული იქნა დანია-ნორვეგიის კავშირისგან, რამდენიმე ფინეთის პროვინცია კი დაკარგული. მხოლოდ ლაპლანდიაა ერთადერთი პროვინცია რომელიც შვედეთმა მოიპოვა კოლონიზაციის საშუალებით.

ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ერთეული ლენი და ისტორიული პროვინცია თითქმის ემთხვევა ერთმანეთს, მაგალითად ბლეკინგე პროვინცია და ბლეკინგე ლანი. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ასე არ ხდება ასევე 1990-იან წლებში პროვინციების ისტორიული საზღვრების გაუთვალისწინებლად შეიქმნა რამდენიმე ახალი ლენი.

შვედეთის პროვინციები დღემდე გამოიყენება სასაუბრო ენასა და ხელოვნებაში, თუმცა მათ აღარ აქვთ ის დატვირთვა რაც ისტორიულად ჰქონდათ. პროვინციაში მაცხოვრებელი ხალხი თავს ხანდახან არა პროვინციის არამედ ლანის მკვიდრად მიიჩნევს.

პროვინციები რედაქტირება

შვედურად ქართულად
 
Provinces of Sweden
Blekinge ბლეკინგე
Bohuslän ბოხუსლენი
Dalarna დალარნა
Dalsland დალსლანდი
Gotland გოტლანდი
Gästrikland გესტრიკლანდი
Halland ხალანდი
Hälsingland ხელსინგლანდი
Härjedalen ხერედალენი
Jämtland ემტლანდი
Lappland ლაპლანდია
Medelpad მედელპადი
Norrbotten ნორბოტენი
Närke ნერკე
Skåne სკონე
Småland სმოლანდი
Södermanland სიოდერმანლანდი
Uppland უპლანდი
Värmland ვერმლანდი
Västmanland ვესტმანლანდი
Västerbotten ვესტერბოტენი
Västergötland ვესტერგიოტლანდი
Ångermanland ონგერმანლანდი
Öland ელანდი
Östergötland ესტერგიოტლანდი

ჰერალდიკა რედაქტირება

1560 წელს გუსტავ ერიქსონ ვაზას დროს იქნა წარმოდგენილი 23 პროვინციის გერბების პირველადი ვერსიები. წარმოდგენილი პროვინციები გადანაწილდნენ სამ სადროშოში: სვეალანდი, გიოტალანდი და ვენდი. როგორც ეს გუსტავის ტიტულში იყო მოხსენიებული: ”მეფე შვედების, გოთების და ვენდების″.

გიოტალანდი რედაქტირება

გიოტალანდი შედგება სამხრეთში არსებული ისტორიული პროვინციებისგან. 1645 წლამდე გოტლანდი და ხალანდი დანიას ეკუთვნოდა, ასევე 1658 წლამდე ბლეკინგე და სკონე დანიას ხოლო ბოხუსლენი ნორვეგიის შემადგენლობაში შედიოდნენ.

 
ბოხუსლენი

 
ბლეკინგე

 
დალსლანდი

 
გოტლანდი

 
ხალანდი

 
სკონე

 
სმოლანდი

 
ვესტერგიოტლანდი

 
ელანდი

 
ესტერიოტლანდი

სვეალანდი რედაქტირება

სვეალანდი შედგება შვედეთის ცენტრალური ექვსი პროვინციისგან. 1812 წლამდე ვერმლანდი იყო გიოტალანდი ნაწილი.

 
დალარნა

 
ნერკე

 
სიოდერმალანდი

 
უპლანდი

 
ვერმლანდი

 
ვესტმანლანდი

ნორლანდი რედაქტირება

ნორლანდი შედგება ცენტრალური და ჩრდილოეთ შვედეთის 9 პროვინციისგან. 1645 წლამდე პროვინციები ემტლანდი და ხერედანელი ეკუთვნოდნენ ნორვეგიას. 1809 წლამდე შვედეთის ლაპლანდია გაერთიანებული იყო ფინეთის ლაპლანდიასთან. ნორბოტენი ვესტერბოტენისგან XIX საუკუნეში გამოეყო.


  ონგერმანლანდ

 
ესტრიკლანდი

 
ხელსინგლანდი

 
ხერედანელი

 
ემტლანდი

 
ლაპლანდია

 
მედელპადი

 
ნორბოტენი

 
ვესტერბოტენი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება