შეუწყნარებელი სისასტიკე

შეუწყნარებელი სისასტიკე (ინგლ. Intolerable Cruelty) — ძმები კოენების 2003 წლის რომანტიკული კომედია.

„შეუწყნარებელი სისასტიკე“
ჟანრი რომანტიკული კომედია
დამდგმელი რეჟისორი ჯოელ კოენი
პროდიუსერი ითან კოენი, ბრაიან გრეიზერი
სცენარის ავტორი რობერტ რემზი, მეთიუ სტოუნი, ძმები კოენები
ისტორია რობერტ რემზი, მეთიუ სტოუნი, ჯონ რომანი
როლებში ჯორჯ კლუნი
კათრინ ზიტა-ჯონზი
მუსიკა კარტერ ბერველი
ოპერატორი როჯერ დიკინსი
მონტაჟი ძმები კოენები
სტუდია Imagine Entertainment
დისტრიბუტორი Universal Studios
გამოსვლის თარიღი 10 ოქტომბერი, 2003
ხანგრძლივობა 100 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $60 მილიონი
შემოსავალი $120 217 409

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ცნობილი ადვოკატი მაილზ მეისი საოჯახო საქმეების ოსტატია. ის განქორწინების ყველა საქმეს იგებს. ერთ-ერთ საქმეზე ის გაიცნობსმერილინ ჰემილტონს, ქალს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს გამდიდრდეს სარფიანი გათხოვებისა და განქორწინების შედეგად. მაილზი კი სწორედ მერილინის ქმრის ადვოკატია სასამართლო პროცესზე. პროცესს მაილზი მოიგებს. ამიტომ ის მერილინის შემდგომ სამიზნედ იქცევა.

როლებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება