შერკინება (1995 წლის ფილმი)

შერკინება (ინგლ. Heat) — 1995 წლის ტრილერი, რომელიც გადაღებულია რეჟისორ მაიკლ მენის მიერ. გადაღებულია მისი და არტ ლინსონის სცენარის მიხედვით. მთავარ როლებში არიან ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო.

„შერკინება“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი მაიკლ მენი
პროდიუსერი მაიკლ მენი
არტ ლინსონი
სცენარის ავტორი მაიკლ მენი
როლებში ალ პაჩინო
რობერტ დე ნირო
ველ კილმერი
ეშლი ჯადი
ნატალი პორტმანი
კომპოზიტორი ელიოტ გოლდენთალი
ოპერატორი დანტე სპინოტი
სტუდია Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 15 დეკემბერი, 1995
ხანგრძლივობა 171 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $60 000 000

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ნილ მაკკოლი - დამნაშავეთა სამყაროს მიეკუთვნება. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ შეიძლება ასე ითქვას დამნაშავეზე. მასთან მუშაობა დიდ პატივად მიაჩნიათ სუპერპროფესიონალ კრიმინალებს... მაგრამ მის წინააღმდეგაა ვინსენტ ხანნა. ლოს-ანჯელესის საუკეთესო დეტექტივი. ვინსენტს და ნილს ბევრი აქვთ საერთო, მიუხედავად ამისა ისინი კანონის სხვადასხვა მხარეს არიან. ორი უძლიერესი ჯგუფი ერთმანეთის წინააღმდეგ - სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში...

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება