სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენ ხარ ვენახი (მრავალმნიშვნელოვანი).

შენ ხარ ვენახი“ — შუა საუკუნეების ქართული იამბიკო და გალობა, დაწერილი საქართველოს მეფე დემეტრე I-ის (1125-1156) მიერ. კომპოზიტორი გალობისა უცნობია და ხალხურადაა მიჩნეული. „შენ ხარ ვენახი“ ერთ-ერთია იამბიკოების სერიიდან — „ღმრთისმშობელისადმი“, რომელიც დემეტრემ, სავარაუდოდ დავით გარეჯის მონასტერში ბერად ყოფნისას დაწერა. საკუთრივ გალობა, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია შუა საუკუნეების ქართული მრავალხმიანი მუსიკისა.

ტექსტი რედაქტირება

შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული,
ალვა სულნელი, სამოთხესა მოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.

[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • alazani.ge — „შენ ხარ ვენახი“, სხვადასხვა ანსამბლის შესრულებით
  • shemoqmedi.ge[მკვდარი ბმული] — აკათისტო, ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა „შენ ხარ ვენახი“

სქოლიო რედაქტირება