შემოქმედის მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატები

შემოქმედის მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატები — სამი მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატი შემოქმედის მონასტრიდან. თარიღდება XV საუკუნით.

ჯვარცმა
ბზობა
ფერისცვალება

1873 წელს ხატი პირველად ინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ (ბზობისა და ჯვარცმის ხატები), ხოლო 1890 წელს თავის შრომაში ნიკოდიმ კონდაკოვმაც შეიტანა (ჯვარცმა და ფერისცვალება). ხატები ასევე წარმოადგენს დიმიტრი ერმაკოვის კოლექციის ნაწილს (№№18013-18015).

ბზობის ხატის თავზე შემდეგი ასომთავრული წარწერა იკითხება:

ვიკიციტატა
„(Ⴕ)Ⴄ ႠႣႤႡႠႾႲႨႸႭႰ ႵႤ ႸႤ
         ႱႾႱ
         ႠႫႠႱ
ႾႭჃႠႱႰႭ ႫႤႴႤ ႭႽႪႨ

ხოლო, ქვევით მარჯვენა კუთხეში დატანილია ქორინიკონი.

ჯვარცმის ხატის ქვემოთ არშიაზე შემდეგი წარწერაა:

ვიკიციტატა
„(Ⴕ. ႱႠႾႤ)ႪႨႧႠ ႶႧႠ ႫႤ ႫႫႬ ႫႵႪ ႸႤႥႫႭႱႤ ႱႤႼჂႱႠ...
(ႠႣ) ႱႪႨႱႠ ႹႫႱႠ ႱႠႣႨႣႤႡႪႠႣ ႠႫႨႱႠႣ Ⴂ...“

ფერისცვალების ხატზე, წინა ორისაგან განსხვავებით მხოლოდ სიუჟეტთან დაკავშირებული წარწერებია.

ლიტერატურა რედაქტირება