შაქის ჰალვა ან ფახლავა (აზერ. Şəki halvası və ya Şəki paxlavası) — დესერტი, რომელიც დამახასიათებელი აზერბაიჯანის შაქის რაიონისთვის[1].

წარმოშობა რედაქტირება

შაქის ჰალვას გააჩნია საკუთარი რეცეპტი. არსებობს ჰალვის წარმოშობის სხვადასხვა ვერსია. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჰალვა მომზადებული იყო შაქის ხანის მზარეულების მიერ, რის შემდეგაც ის ძალიან პოპულარული გახდა ამ რეგიონში. სხვა ცნებების მიხედვით, ჰალვა წარმოიშვა თავრიზიდან. თავრიზელი ვაჭარი მაშადი ჰუსეინი ჩამოვიდა თავრიზიდან შაქიში და ჰალვის რეცეპტი გაავრცელა[2].

მომზადება რედაქტირება

შაქის ჰალვის მომზადების ბევრი რეცეპტი არსებობს. ჰალვის მომზადების საიდუმლოებები მხოლოდ იმ მზარეულებმა იციან, რომელთა ოჯახებიც საუკუნეების მანძილზე ამზადებდნენ მას. ამ ადამიანებს „ჰალვაჩის" უწოდებენ. ისინი რეცეპტებს არავის უხილავენ[3].

შაქის ჰალვა შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან - რიშტუ, შიგთავსი და სიროფი. ძირითადი ინგრედიენტებია ბრინჯის ფქვილი, შაქარი, თხილი, ქინძის თესლი, კარდამონი და ზაფრანა. შექის ჰალვას ერთ-ერთი სპეციალური მოთხოვნა არის ბრინჯის ფქვილის გამოყენება[4].

რიშტუს იღებენ თხევადი ცომისგან და ერთი წუთის მანძილზე აცხობენ. მას ზედ აყრიან თხილს, დაჭრილი კარდამონებსა და ქინძის თესლს. ამის შემდეგ მას ემატება შიგთავსი, რომელსაც რიშტის 5-10 ფენით ფარავენ[5].

ზედა ფენა ზაფრანითაა მორთული კვადრატული ფორმით.  მომზადების შემდეგ მას ზედ შაქარს ან თაფლს ასხავენ. მეორე დღეს, ჰალვა ყველაფერს იწოვს და ამის შემდეგ იძენს თავის ცნობილ თვისებებს და მზად არის საჭმელად[6].

სქოლიო რედაქტირება