შარლ V ბრძენი (ფრანგ. Charles V le Sage; დ. 21 იანვარი, 1338, ვენსენი, საფრანგეთი — გ. 16 სექტემბერი, 1380, ნოჟან-სიურ-მარნი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1364–1380 წლებში. ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. 1356–1360 და 1364 წლის დამლევს - საფრანგეთის რეგენტი (მამის — ჟან II კეთილის ინგლისელებთან ტყვედ ყოფნის პერიოდში). ეძებდა სახსრებს ომის გასაჩაღებლად და მამის ტყვეობიდან დასახსნელად, გააუფასურა მონეტა. პარიზის აჯანყების (1357–1358 ) დაწყების შემდეგ გაიქცა პარიზიდან და დედაქალაქს შიმშილის ბლოკადა მოუწყო. ჟაკერიის ჩახშობისა და პარიზის დიდკაცობის ღალატის წყალობით 1358 წლის ზაფხულში აიღო პარიზი. 1369 წელს განაახლა საომარი მოქმედება ინგლისელთა წინააღმდეგ და 70-იანი წლების ბოლოსათვის თითქმის მთლიანად განდევნა ისინი საფრანგეთიდან.

შარლ V დე ვალუა
საფრანგეთის მეფე
კორონაცია: 19 მაისი, 1364
მმართ. დასაწყისი: 8 აპრილი, 1364
მმართ. დასასრული: 16 სექტემბერი, 1380
წინამორბედი: ჟან II
მემკვიდრე: შარლ VI
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 იანვარი, 1338
დაბ. ადგილი: ვენსენი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 16 სექტემბერი, 1380, (42 წლის)
გარდ. ადგილი: ნოჟან-სიურ-მარნი, საფრანგეთი
მეუღლე: ჟანა დე ბურბონი
(ქ. 1350 - გარდ. 1378)
შვილები: შარლ VI, საფრანგეთი
ლუი I, ორლეანის ჰერცოგი
კატრინი
დინასტია: ვალუები
მამა: ჟან II, საფრანგეთის მეფე
დედა: ბონა ლუქსემბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ლიტერატურა რედაქტირება