შარლ პეისონელი (იურისტი)

შარლ პეისონელი (ფრანგ. Charles de Peyssonnel; დ. 17 დეკემბერი, 1700, მარსელი, საფრანგეთი — გ. 16 მაისი, 1757, იზმირი, თურქეთი) — ფრანგი ადვოკატი. ექიმისა და ნატურალისტის ჟან-ანდრე პეისონელის (1694-1759) ძმა და მწერლისა და დიპლომატის კლოდ-შარლ დე პეისონელის (1727-1790) მამა. შარლ პეისონელის მამა პროფესიით იყო ექიმი – შარლ პეისონელი (1640-1720).

შარლ პეისონელი
მშობლიური სახელი Charles de Peyssonnel
დაბადების თარიღი 17 დეკემბერი, 1700
მარსელი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 16 მაისი, 1957
იზმირი, თურქეთი
ეროვნება ფრანგი

ქალაქ ექს-ან-პროვანსში სწავლობდა სამართალს, რის შემდეგაც გახდა ადვოკატი ქალაქ მარსელში. მონაწილეობდა მარსელის აკადემიის შექმნაში, სადაც წარმოსთქვა კლოდ ვილარის სიტყვები.[1] კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა ლევანტეში. 1746-1750 წწ. მოგზაურობდა თურქეთში. 1747 წელს დაინიშნა სმირნის კონსულად. ცნობები დაგვიტოვა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ვახუშტი ბატონიშვილის შესახებ; შ. პეისონელის მიხედვით ვახუშტის დედა იყო ყმა გლეხის ქალი.

შარლ პეისონელი გარდაიცვალა 1757 წელს ინსულტით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Académie de Marseille, Dictionnaire des marseillais, Édisud, Marseille, 2001, p. 265, ISBN 2-7449-0254-3
  • Abbé Dassy, L’académie de Marseille, ses origines, ses publications, ses archives, ses membres, Barlatier-Feissat éditeur, Marseille, 1877, p. 60-64

სქოლიო რედაქტირება

  1. Charles de Peyssonnel,Éloge funèbre du Maréchal duc de Villars, éd. Boy, Marseille, 1735