შარდოვანა-ფორმალდეჰიდური ფისები

შარდოვანა-ფორმალდეჰიდური ფისებიშარდოვანასა და ფორმალდეჰიდის ურთიერთქმედების პროდუქტები, რომელთაც აქვთ უნარი წარმოქმნან პოლიმერები. შარდოვანა-ფორმალდეჰიდურ ფისებს ამზადებენ წყალხსნარების სახით. იყენებენ ამინოპლასტების, წებოებისა და ქაფპლასტების წარმოებაში. მოდიფიცირებულ შარდოვანა-ფორმალდეჰიდურ ფისებს უმატებენ ალკიდურ ლაქებსა და მინანქარს დიდი სიმტკიცის, ბზინვარების, ატმოსფერმედეგობისა და სხვა თვისებების მისანიჭებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება