შამბალალეგანდარული ქვეყანა ტიბეტში, ან მის შემოგარენში. მისი პირველი ხსენება გვხვდება კალაჩაკრა-ტანტრის ტექსტში (Х ს.), რომელიც, როგორც ამტკიცებენ, შემორჩენილია შამბალას მეფე სუჩანდრის დროიდან. სუჩანდრამ კალაჩაკრას მეცნიერება სიდჰართა გაუტამასაგან შეისწავლა. სხვა ლეგენდის თანახმად, შამბალას სამეფო შუა აზიაში იყო. მისი მეფე სუჩანდრა სამხ. ინდოეთში ცოდნის მისაღებად ჩავიდა. შუა აზიაში მუსლიმთა შეჭრის შემდეგ, IX საუკუნეში, შამბალას სამეფო ადამიანთათვის უჩინარი გახდა და მხოლოდ სუფთა გულის ადამიანებს ძალუძთ მისკენ სავალი გზის პოვნა. ლეგენდების თანახმად, შამბალას 25-ე მეფის კულიკა რუდრა-ჩაკრინის (ტიბ. რიგდენ ჯაპო) დროს ხდება კეთილი და ბოროტი ძალების ძლიერი შეტაკება. ამიტომაც ბუდისტურ სურათებზე (თანგკა), რომლებიც შამბალას ეძღვნება, ყოველთვის გამოსახულია რიგდენ ჯაპოს ბრძოლა მეცნიერების მტრებთან. ამასთან ეს ბრძოლა სიმბოლურად გამოხატავს სიბრძნის გამარჯვებას უვიცობაზე, სულიერების - ხორციელებაზე, თავგანწირულობის - ეგოიზმზე. შამბალას მეფის გამარჯვების შემდეგ დადგება სულიერების, მორალური და კულტურული აყვავების ხანა, რომელიც ზეიმობს მე-5 ბუდის, მაიტრეას, წარმოშობით. შამბალას მეფეები, რომლებიც სამეფოს ბუდა შაკიამუნის მოძღვრების თანახმად მართავენ, მოწოდებულნი არიან შამბალას დასაცავად, ბოროტ ძალებთან უდიდესი ბრძოლის მომენტამდე.

ძველი ტიბეტის რუკის თანახმად, ლექსიკონში Tibetan — Zang Zung Dictionary. Delhi, Tibetan Bon Foundation, რომლის ინტერპრეტირებაც შეძლეს საბჭოთა ტიბეტოლოგმა ბ. ი. კუზნეცოვმა და აღმოსავლეთმცოდნემ ლ. გუმილიოვმა (1912-1992), ასეთი ქვეყანა არსებობდა. რუკის ამოსავალია ირანულ-ტიბეტური კარტოგრაფიის ტრადიციები. ამ ინტერპრეტაციის თანახმად, ავტორი სელევკიდების თანადროული იყო და მაკედონელი დამპყრობლების მიერ სირიის სახელმწიფოს მართვის ეპოქა ასახა რუკაზე. სირია ირანულად იწოდება „შამ“, „ბალა“ კი აღნიშნავს სიმაღლეს, აღმატებას. შესაბამისად შამბალა ითარგმნება, როგორც „სირიის საუფლო“, რაც შეესაბამება ჩვ. წ. III—II საუკუნეების რეალობას. სხვა ვერსიით, შამბალა სულის მდგომარეობაა, ადამიანის უფალთან შერწყმა, ანუ შამბალას პოვნა ნიშნავს სულიერი სიწმინდის მიღწევას.

თეოსოფიაში, შამბალა, წარმოადგენს იმ დიდებულ მასწავლებელთა ადგილსამყოფელს, რომლებიც ხელს უწყობდნენ კაცობრიობის ევოლუციას.

შამბალა დეტალურად აქვთ აღწერილი ნაშრომებში ნიკოლოზ და ელენა რერიხებს — ცოცხალი ეთიკის სწავლება.

აგრეთვე ითვლება, რომ შამბალა სამყაროს ცენტრია, სადაც არსებობს საწყისი, თავისებური სახეობის კრისტალი, ან სუბსტანცია, რომელიც მთელს დედამიწას სიცოცხლეს ანიჭებს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Berzin, Alexander (2003). The Berzin Archives. Mistaken Foreign Myths about Shambhala.
  • Martin, Dean. (1999). "'Ol-mo-lung-ring, the Original Holy Place." In: Sacred Spaces and Powerful Places In Tibetan Culture: A Collection of Essays. (1999) Edited by Toni Huber, pp. 125–153. The Library of Tibetan Works and Archives, Dharamsala, H.P., India. ISBN 81-86470-22-0.
  • Meyer, Karl Ernest and Brysac, Shareen Blair (2006) Tournament of Shadows: The Great Game And the Race for Empire in Central Asia ISBN 0-465-04576-6
  • Bernbaum, Edwin. (1980). The Way to Shambhala: A Search for the Mythical Kingdom Beyond the Himalayas. Reprint: (1989) St. Martin's Press, New York. ISBN 0-87477-518-3.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება