შალვა ნიკოლოზის ძე ვანიშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1931, სოფ. ატენი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი იურისტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1992), საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სახელმწიფო სამართლის სპეციალობით. 1954 წლიდან მუშაობდა ადმინისტრაციულ ორგანოებში, პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თსუ-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის საგანია სახელმწიფო და სამართლის ისტორია. არის გორისა და ვალერი სუხიშვილის უნივერსიტეტების სრული პროფესორი. 1970–80-იან წლებში მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, მ. შ. მონოგრაფია – „ამიერკავკასია რუსეთის მმართველობის სისტემაში (1864–1917)“.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება