შავჩოხა (ლათ. Tricholoma portentosum) — ტრიქოლომასებრთა ოჯახის სოკო. ქუდი ამობურცული აქვს, ნაცრისფერი, 3-11 სმ დიამეტრი. ქუდი ხდება წებოვანი წვიმის დროს. კიდეებში ქუდს მოყვითალო ფერი დაჰკრავს. ფირფიტები არის თეთრი ფერის, ფეხთან შეზრდილი. ფეხიც თეთრია, 3,5 სმ სიმაღლეში და 1-3 სმ სიგრძეში. სპორების ფერი თეთრია. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეში, გვიან შემოდგომით. იშვიათად გვხვდება ფოთლოვან ტყეში. ჰგავს თავისივე ოჯახის შხამიან სოკოს — ზოლებიან ტრიქოლომას. საჭმელია სოკოა, აქვს ფქვილის სუნი და გემო. რეკომენდირებულია ფეხის მოშორება მომზადებამდე. შესაძლებელია დამწნილებაც.
- Noordeloos M.E.; Kuyper, Th.W.; Vellinga, E.C. (1999). Flora Agaricina Neerlandica. Taylor & Francis. p. 116. ISBN 90-5410-493-7
- Phillips, Roger (2006). Mushrooms. Pan MacMillan. p. 107. ISBN 0-330-44237-6.
- Mishra, S.R. (2005). Morphology of Fungi. Discovery Publishing House. p. 111. ISBN 81-7141-980-1.
- Nilson, Sven; Persson, Olle (1977). Fungi of Northern Europe 2: Gill-Fungi. Penguin. p. 30. ISBN 0-14-063006-6.