შავი ობელისკიასურეთის მეფის სალმანასარ III-ის შეკვეთით შექმნილი შავი კირქვისგან გამოთლილი 198 სმ სიმაღლის ბარელიეფური ობელისკი. ქანდაკება დადგმული იყო ნიმრუდში დაახლოებით ძვ. წ. 825 წელს.

შავი ობელისკი ბრიტანულ მუზეუმში

აღმოაჩინა ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰენრი ლეიარდმა 1846 წელს და ამჟამად გამოფენილია ბრიტანეთის მუზეუმში.

ეს დღემდე აღმოჩენილი ყველაზე სრული ასირიული ობელისკია და ასევე აღსანიშნავია იმით, რომ მის ერთ-ერთ ბარელიეფზე გამოსახულია ისრაელის მეფე იეჰუა (ებრაელთა მეფის უძველესი გამოსახულება).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: